კოზიმო I მედიჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მმართველი
{{წყარო}}
[[ფაილი:Angelo|სახელი Bronzino= 036.jpg|thumb|კოზიმო I დე მედიჩი]]
|სურათი = Agnolo Bronzino - Cosimo I de' Medici in armour - Google Art Project.jpg
'''კოზიმო I დე’ მედიჩი''' ({{lang-it|Cosimo I de’ Medici}}; დ. [[12 ივნისი]], [[1519]], [[ფლორენცია]] — გ. [[21 აპრილი]], [[1574]], ვილა დი კასტელო, [[ტოსკანა]]) — [[ტოსკანა|ტოსკანის]] ჰერცოგი [[1537]]—[[1574]] წლებში. კოზიმო მედიჩი — [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] [[რენესანსი|იტალიური აღორძინების]] ცენტრს წარმოადგენდა „იტალიის ათენად“ წოდებული [[ფლორენცია]]. ფლორენცია-იტალიის საბანკო, სავაჭრო და მაუდის წარმოების ერთ-ერთი უდიდესი ცენტრი მწვავე შინაპოლიტიკური ბრძოლების სარბიელს წარმოადგენდა. XV საუკუნის მეორე ნახევარში ფლორენციაში მმართველობის რესპუბლიკური ფორმა დიდი ბანკირების — [[მედიჩები]]ს დიქტატურამ შეცვალა. როგორც ფლორენციის რესპუბლიკა, ასევე მედიჩები და ქალაქის სხვა მდიდარი საგვარეულოები მრავალმხრივ მფარველობას (მეცენატობას) უწევდნენ აღორძინების ეპოქის არქიტექტორებს, მოქანდაკეებს, მხატვრებს, მეცნიერებს. მეცენატობით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ კოზიმო მედიჩი და მისი შვილიშვილი, ლორენცო მედიჩი.
|ქვეყანა = [[ფლორენცია|ფლორენციის ჰერცოგი]]
|მმართველობის დასაწყისი = [[6 იანვარი]] [[1537]]
|მმართველობის დასასრული = [[21 აგვისტო]] [[1569]]
|წინამორბედი = [[ალესანდრო მედიჩი]]
|მემკვიდრე = წოდება გაუქმდა
|ქვეყანა2 = [[ტოსკანა|ტოსკანის დიდი ჰერცოგი]]
|მმართველობის დასაწყისი2 = [[21 აგვისტო]] [[1569]]
|მმართველობის დასასრული2 = [[21 აპრილი]] [[1574]]
|წინამორბედი2 = წოდება შეიქმნა
|მემკვიდრე2 = [[ფრანჩესკო I მედიჩი]]
|დაბადების თარიღი = [[12 ივნისი]] [[1519]]
|დაბადების ადგილი = [[ფლორენცია]], [[იტალია]]
|გარდაცვალების თარიღი = [[21 აპრილი]] [[1574]], (54 წლის)
|გარდაცვალების ადგილი = [[ტოსკანა]], [[იტალია]]
|ქორწინება = [[ელეონორ ტოლედოელი]]
[[კამილა მარტელი]]
|შვილები = ბია მედიჩი
მარია მედიჩი
[[ფრანჩესკო I მედიჩი|ფრანჩესკო I, ტოსკანის ჰერცოგი]]
[[იზაბელა მედიჩი|იზაბელა, ბრასიანოს ჰერცოგინია]]
ჯოვანი მედიჩი
[[ლუკრეცია დე’ მედიჩი|ლუკრეცია, მოდენას ჰერცოგინია]]
პიეტრო მედიჩი
გარსია მედიჩი
ანტონიო მედიჩი
[[ფერდინანდო I მედიჩი|ფერდინანდო I, ტოსკანის ჰერცოგი]]
ანა მედიჩი
პიეტრო მედიჩი
ჯოვანი მედიჩი
[[ვირჯინია მედიჩი|ვირჯინია, მოდენას ჰერცოგინია]]
|დინასტია = [[მედიჩები]]
|მამა = ჯოვანი მედიჩი
|დედა = მარია სალვიატი
|რელიგია = [[კათოლიციზმი]]

'''კოზიმო I მედიჩი''' ({{Lang-it|Cosimo I Medici}}; დ. [[12 ივნისი]] [[1519]] - გ. [[21 აპრილი]] [[1574]]) — [[მედიჩი (დინასტია)|მედიჩთა დინასტიის]] წარმომადგენელი. კონდიტიერ ლუდოვიკო მედიჩისა და მისი ცოლის, მარია სალვიატის ვაჟი. თავისი ბიძაშვილის, ფლორენციის ჰერცოგ [[ალესანდრო მედიჩი]]<nowiki/>ს უძეოდ გარდაცვალების შემდეგ ტახტზე თავად ავიდა. 1569 წელს ფლორენცია მეზობელ სიენასთან გააერთიანა და შექმნა ტოსკანის დიდი საჰერცოგო. მისი მმართველობისას ფლორენცია რენესანსული ხელოვნების, განათლებისა და კულტურის ცენტრად იქცა.

== ბიოგრაფია ==
== მშობლები ==
* მამა — [[მედიჩი, ჯოვანი (კონდოტიერი)|ჯოვანი დე’ მედიჩი]], უკანასკნელი [[კონდოტიერი]]
* დედა — მარია სალვიატი

=== ადრეული ცხოვრება და ძალაუფლების ჩაგდება ===
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
კოზიმო დაიბადა ფლორენციის საჰერცოგოში, 1519 წლის 12 ივნისს. იგი იყო ლუდოვიკო მედიჩისა (აგრეთვე ცნობილი, როგორც ჯოვანი დელა ბანდე ლერე) და მარია სალვიატის ვაჟი. იგი იყო ე.წ. "ფორლელი ვეფხვის", ლედი [[კატერინა სფორცა|კატერინა სფორცას]] შვილიშვილი. 1537 წლის 6 იანვარს ტირანული მმართველობით დაღლილმა ფლორენციელებმა მათი ჰერცოგი, 26 წლის [[ალესანდრო მედიჩი]] მოკლეს, რომელიც ნამდვილი ტირანი იყო, მისი დის, [[ეკატერინე მედიჩი|ეკატერინე მედიჩის]] მსგავსად. ვინაიდან ალესანდროს შვილები არ ჰყავდა, ტახტზე კოზიმო I ავიდა, როგორც მისი უახლოესი ნათესავი. კოზიმოს მამა ამ ამბამდე 4 წლით ადრე გარდაიცვალა. ვინაიდან ისიც მედიჩი იყო, ფლორენციელები ტახტზე ასულ კოზიმოს უკვე "ახალ დიქტატორს" ეძახოდნენ. თუმცა კოზიმომ მალევე დაამტკიცა, რომ იგი ძლიერი, ნებისყოფის მქონე, ამბიციური, მაგრამ აგრეთვე სამართლიანი მმართველი იყო. იგი ფლორენციას არა ერთპიროვნულად, არამედ 8 კაცისგან შემდგარი სამეფო საბჭოს მეშვეობით მართავდა.
[[ფაილი:Cosimo I de Medici by Jacopo Carucci (called Pontormo).jpg|მარცხნივ|მინი|კოზიმო 1538 წელს]]
როდესაც დიქტატურის მომხრე ფლორენციელებმა ალესანდროს მკვლელობის შესახებ შეიტყვეს, საფრანგეთს შესჩივლეს და დახმარება სთხოვეს, რომლის დედოფალიც ალესანდროს ნახევარ-და, ეკატერინე მედიჩი იყო. მიუხედავად ამისა, ფრანგებმა ფლორენციაში ლაშქრობა არ მოისურვეს. ამ დროისათვის კოზიმოს ერთი უკანონო ქალიშვილი - ბია მედიჩი ჰყავდა, რომელიც 1542 წელს გარდაიცვალა 5 წლის ასაკში.

1537 წლის ივლისში ბერნარდო სალვიატისა და პიერო სტროზის მოთხოვნით, ტოსკანაში გადასახადები უნდა გაზრდილიყო. კოზიმო ამის საჭიროებას ვერ ხედავდა და ეს ფაქტი მისი მმართველობის ხელყოფად აღიქვა, რის გამოც მათ წინააღმდეგ ჯარები დაძრა. ბრძოლაში კოზიმომ გაიმარჯვა, სადაც სალვიატი მოკლა და მის ციხე-სიმაგრეებს დაეპატრონა, პიერო სტროზი კი დანებდა და უკან დაიხია. ამ ამბიდან რამდენიმე საათში კოზიმომ პიზაში თავისი გამარჯვების აღსანიშნავად დიდი ზეიმი მოაწყო. რამდენიმე დღეში პიერო სტროზის სხეული ხანჯალგაყრილი იპოვნეს. ეს ამბავი თვითმკვლელობად გაასაღეს, მიზეზად კი მარცხის აუტანლობა დაასახელეს, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ მას თავი არ მოუკლავს.

=== ტოსკანის მმართველი ===
კოზიმოს ტახტზე ასვლიდან მალევე ბევრი მეტოქე გამოუჩნდა. 1537 წელს მისმა ბიძაშვილმა, ანტონიო მედიჩმა საღვთო რომის იმპერატორ [[კარლ V]]-ს თხოვნით მიმართა, რომ ფლორენციის ტახტიდან კოზიმო ჩამოეგდო და თავად დაესვა. ამის სანაცვლოდ კოზიმომ დახმარება კარლის მოსისხლე მტერს, საფრანგეთის მეფე [[ფრანსუა I (საფრანგეთი)|ფრანსუა I]]-ს სთხოვა. შეიქმნა საშიშროება, რომ ძლივს, დროებით შეჩერებული [[იტალიური ომები]] განახლდებოდა, რის გამოც ფრანსუამაც და კარლმაც თავი შეიკავეს. ამით კოზიმომ მედიჩებს ტახტი შეუნარჩუნა, რომელზეც ისინი 1737 წლამდე ისხდნენ. მიუხედავად ამისა კარლმა თავისი ესპანური გავლენების ტოსკანაში გავრცელება მაინც მოახერხა. თუმცა ბევრი იტალიური სახელმწიფოსგან განსხვავებით ტოსკანამ ესპანეთთან დამოუკიდებლობა შეინარჩუნა და მისი მხოლოდ ვასალი გახდა.

კოზიმოს ყურადღების ცენრში მეზობლად მდებარე სიენას საჰერცოგო მოექცა. საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის მხარდაჭერით, 1554 წელს კოზიმომ სიენელები მარჩიანოს ბრძოლაში დაამარცხა და მათ დედაქალაქს ალყა შემოარტყა. მოსახლეობის თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, სიენა 1555 წლის 17 აპრილს, 15 დღიანი ალყის შემდეგ დაეცა. კოზიმომ მისი 50 000 მოსახლიდან, 42 000 ამოწყვიტა. 1559 წელს სიენელებმა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დაიწყეს, თუმცა ამაოდ. 1569 წელს კი რომის პაპმა [[პიუს V]]-მ მას ტოსკანის დიდი ჰერცოგის წოდება უბოძა.

თავისი ათწლიანი მმართველობისას ტოსკანა იტალიის მოწინავე სახელმწიფო გახდა, სადაც აღორძინებული იყო ხელოვნება, ლიტერატურა, არქიტექტურა და ა.შ.

== ხელოვნების პატრონაჟი ==
[[ფაილი:Cosimo I de MediciSculptSFFAM75.2.16 img0626.JPG|მარცხნივ|მინი|261x261პქ|კოზიმოს ბიუსტი]]
კოზიმო, როგორც ყველა მედიჩი, მფარველობდა და ხელს უწყობდა ხელოვნების აღორძინებას. მან ფლორენციაში დააარსა უფიცის გალერეა სადაც ინახებოდა და ინახება მსოფლიოს წამყვანი ხელოვნების ნიმუშები. სწორედ აქაა თავმოყრილი მედიჩთა დინასტიის წარმომადგენელთა პორტრეტები, სამკაულები, ქანდაკებები და ა.შ.

თავის ფლორენციის სასახლის ეზოში, კოზიმომ გამოჩენილ იტალიელ მებაღეს ნიკოლოტოს ტრიბოლოს საოცარი ბაღები გააშენებინა. ბაღი გაფორმებული იყო შადრევნებით, ლაბირინთებით, მღვიმითა და ორიგინალურად მოკირწყლული გზებით. მისი სასახლის ბაღი რენესანსული კულტურის განსახიერებადაა აღიარებული. მან დიდი გავლენა იქონია მეთვრამეტე საუკუნის ფრანგულ და იტალიურ მებაღეობაზე.

კოზიმომ დაასრულა პიტის სასახლის მშენებლობაც. როგორც მისი წინაპრები, თავად კოზიმოც ხელოვნების დიდი მფარველი იყო. იგი მფარველობდა ჯორჯო ვასარის, ბენვენტუნო სელინის, პონტომოს, ბრონციოს, გარდა ხელოვნებისა, იგი ასევე ხელს უწყობდა ისტორიკოსებსა და მეცნიერებს.

1598 წელს, კოზიმოს გარდაცვალების შემდეგ, ფლორენციის მადლიერმა მოსახლეობამ ფლორენციის მთავარ მოედანზე მისი ძეგლი აღმართა.

კოზიმო ასევე ძალიან იყო დაინტერესებული ალქიმიით, რაც მემკვიდრეობით გადაეცა ბებიისგან - ფორლის გრაფინია კატერინა სფორცასგან.

== ქორწინებები, საყვარლები და შვილები ==
1539 წელს კოზიმო დაქორწინდა ესპანელი დიპლომატის ქალიშვილ [[ელეონორ ტოლედოელი|ელეონორ ტოლედოელზე]]. ელეონორა ნეაპოლის გუბერნატორის და ასევე კარლ V-ის მესამე თაობის ბიძაშვილი იყო. ელეონორას სახე კარგადაა ცნობილი მისი პორტრეტებიდან. მრავალწლიანი, ნაკლებად ბედნიერი ქორწინებიდან კოზიმოსა და ელეონორს შვიდი შვილი შეეძინათ. ელეონორა 1562 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც კოზიმომ ცოლად თავისი საყვარელი, კამილა მარტელი შეირთო ცოლად, რათა მასთან შეძენილი შვილები კანონიერად ეცნოთ.

ქორწინებამდე კოზიმოს საყვარელთან ჰყავდა ერთი ქალიშვილი:

* ბია (დ. 1536 - გ. 1542);

თავის პირველ ცოლ ელეონორასთან ჰყავდა შვიდი შვილი:

* მარია (დ. 1540 - გ. 1557), დანიშნული იყო [[ალფონსო II დ’ესტე|ალფონსო II დ'ესტეზე]], თუმცა ქორწინებამდე გარდაიცვალა;
* [[ფრანჩესკო I მედიჩი|ფრანჩესკო I]] (დ. 1541 - გ. 1587), ტოსკანის დიდი ჰერცოგი, პირველად იქორწინა [[იოჰანა ავსტრიელი|იოჰანა ავსტრიელზე]], რომლის გარდაცვალების შემდეგაც, მამის მსგავსად თავისი საყვარელი, ბიანკა კაპელო შეირთო ცოლად;
* იზაბელა (დ. 1542 - გ. 1576), ცოლად გაჰყვა ბრასიანოს ჰერცოგ პაოლო I ორსინს;
* ჯოვანი (დ. 1543 - გ. 1562), თავდაპირველად დანიშნული იყო პიზას არქიეპისკოპოსად, რის შემდეგაც რომში კარდინალის პოსტი მიიღო;
* [[ლუკრეცია დე’ მედიჩი|ლუკრეცია]] (დ. 1545 - გ. 1561), ცოლად გაჰყვა მოდენის ჰერცოგ [[ალფონსო II დ’ესტე|ალფონსო II დ'ესტეს]];
* პიეტრო (დ. 1546 - გ. 1547);
* გარსია (დ. 1547 - გ. 1562), გადაჰყვა დედის გარდაცვალებაზე ნერვიულობას;
* ანტონიო (დ. 1548 - გ. 1548);
* [[ფერდინანდო I მედიჩი|ფერდინანდო I]] (დ. 1549 - გ. 1609), ტოსკანის დიდი ჰერცოგი, ცოლად შეირთო [[კრისტინა ლოთარინგიელი]] რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი;
* ანა (დ. 1553 - გ. 1553);
* პიეტრო (დ. 1554 - გ. 1604), ღალატის გამო მოკლა თავისი ცოლი ელეონორა დი გარსია დე ტოლედო;

პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ გაიჩინა საყვარელი ელეონორა აბრიცის სახით, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა:

* მკვდარშობილი გოგონა (დ./გ. 1566);
* ჯოვანი (დ. 1567 - გ. 1621), შემდგომში მამამისმა იგი კანონიერ შვილად სცნო;

1570 წელს კოზიმომ ცოლად შეირთო თავისი საყვარელი კამილა მარტელი, რომელთანაც მხოლოდ ერთი ქალიშვილი შეეძინა:

* ვირჯინია (დ. 1568 - გ. 1615), ცოლად გაჰყვა მოდენის ჰერცოგ ჩეზარე დ'ესტეს.

== ლიტერატურა ==

* Landon, William J. (2013). Lorenzo di Filippo Strozzi and Niccolo Machiavelli. University of Toronto Press.
* Isabella Ballerini (2011), The Medici Villas, Giunti Publishers, Florence (<nowiki>ISBN 978-88-09-76632-7</nowiki>), pp. 30-41.
* Eisenbichler, Konrad, editor (2001). The Cultural Politics of Grand Duke Cosimo I de' Medici.
* Eisenbichler, Konrad, editor (2004). The Cultural World of Eleonora of Toledo, Duchess of Florence and Siena.
* Henk Th. Van Veen, Cosimo I de' Medici and his Self-Representation in Florentine Art and Culture (Cambridge, CUP, 2006).
* Cawley, Charles (August 2012), Ancestors of Cosimo I de' Medici, Duke of Florence (Medieval Lands Project), Medieval Lands database, Foundation for Medieval Genealogy.
* Gáldy, Andrea M. Cosimo I de'Medici as collector: antiquities and archaeology in sixteenth-century Florence (Newcastle: Cambridge Scholars Publishing, 2009).

== რესურსები ინტერნეტში ==

* http://www.cbsnews.com/stories/2004/10/01/60minutes/main646857.shtml

{{DEFAULTSORT:მედიჩი, კოზიმო I}}
Line 16 ⟶ 104:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 21 აპრილი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1574]]
[[კატეგორია:ფლორენციის მმართველები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოზიმო_I_მედიჩი“-დან