ტატრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
| ვიკისაწყობი =
}}
'''ტატრები''' ({{lang-sk|Tatry;}} {{lang-pl|Tatry}}) — მთის მასივები [[კარპატები|კარპატებში]], [[პოლონეთი|პოლონეთსა]] და [[სლოვაკეთი|სლოვაკეთში]]. [[მაღალი ტატრები]]ს მაქსიმალური სიმაღლეა 2655 მ ([[გერლახოვსკი-შტიტი]]), ხოლო [[დაბალი ტატრები]]სა — 2043 მ (მთა [[დიუმბიერი]]). აღსანიშნავია მწვერვალები: [[ლომნიცკი-შტიტი]] (2634 მ), [[ლადოვი-შტიტი]] (2627 მ) და [[რისი]] (2503 მ). უმთავრესად აგებულია გრანიტებით, გრანოდიორიტებითა და კირქვებით. რელიეფი ალპურია. არის ძველი გამყინვარების ნიშნები, კარსტული ფორმები. კალთები 1500 მ-მდე შემოსილია ნაძვნარით, შერეულია ფიჭვი, სოჭი, წიფელი.
 
1900 მ-მდე ტანბრეცილი ტყის სარტყელია, 2250 მ-მდე სუბალპური და ალპური მდელოები. ტატრებში არის მთის კლიმატური კურორტები. განვითარებულია [[ალპინიზმი]], [[ტურიზმი]], [[სამთო-სათხილამური სპორტი]]. მაღალი ტატრების თხემზე გადის სამთო-საბაგირო გზა. არის ეროვნული პარკები. ტატრებში განვითარებულია ალპების მსგავსი კლიმატი.
 
დამახასიათებელია ამინდის პირობების ხშირი ცვლა, ტემპერატურის მნიშვნელოვანი რყევა, საკმაოდ დიდი ღრუბლიანობა და დიდწილად თოვლის სახით არსებული ატმოსფერული ნალექები. ტატრებს ხშირად განიხილავენ როგორც ქედების ერთიან სისტემას, რომელიც შეიცავს საკუთრივ ტატრებს ([[მაღალი ტატრები]]) და [[დაბალი ტატრები|დაბალ ტატრებს]].
 
== მწვერვალები ==
*[[გერლახოვსკი-შტიტი]] - 2655 მ. (სლოვაკეთი)
*[[ლომნიცკი-შტიტი]] - 2634 მ. (სლოვაკეთი)
*[[ლადოვი-შტიტი]] - 2627 მ. (სლოვაკეთი)
*[[რისი]] - 2503 მ., 2499 მ. (სლოვაკეთი/პოლონეთი)
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტატრები“-დან