არია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1:
''' არია''' ({{lang-it|aria}} „ჰაერი“) — [[ოპერა|ოპერის]], [[ორატორია|ორატორიის]], [[კანტატა|კანტატის]] დასრულებული ვოკალური ეპიზოდი (ნომერი), რომელსაც მომღერალი ორკესტრის თანხლებით ასრულებს. არიას ოპერის დრამატურგიის განვითარებაში ისეთივე ადგილი უჭირავს, როგორც მონოლოგს დრამაში. არიასთვის დამახასიათებელია ფართო მღერადობა. მას ხშირად [[რეჩიტატივი]] უძღვის წინ.
არიის ნაირსახეობანია [[არიეტა]], [[არიოზო]], [[კავატინა]] და სხვა. სამნაწილიან არიას, რომლის მესამე ნაწილი პირველის გამეორებაა, ეწოდება [[არია და კაპო]]. არიას უწოდებენ აგრეთვე მღერადი ხასიათის მქონე ზოგიერთ ინსტრუმენტულ პიესას.
|