ოსმალობა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
{{შერწყმა|ოსმალობა}}
„ოსმალობა“'''ოსმალობა თბილისში''' შედგება ორი პერიოდისაგან, პირველი პერიოდი მოიცავს [[1578]]-[[1606]] წლებს, ხოლო მეორე პერიოდი [[1723]]-[[1735]] წლებს.
 
==1578-1606==
სამხრეთ-სათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, ([[1578]] წელი), ოსმალები თბილისისაკენ დაიძრნენ. თბილისის მაჰმადიანმა გამგებელმა, ირანის მოხელემ [[დაუთ-ხანი|დაუთ-ხანმა]] ([[დავით XI]]) მტრის მრავლარიცხოვან ჯართან შებმას თავი აარიდა, მოსახლეობა ქალაქიდან გახიზნა და თბილისი გადაწვა. [[24 აგვისტო|24 აგვისტოს]] ოსმალებმა თბილისი დაიკავეს, ორი ეკლესია მეჩეთად გადააკეთეს, ქალაქის დასაცავად 1800 ჯარისკაცი და 100 ზარბაზანი დატოვეს. ამის შემდეგ ოსმალები ქართლის აღწერას, დავთრებში გატარებას, თავიანთი წესების დანერგვას შეეცადნენ: სამეფო ხელისუფლება გააუქმეს, თბილისის (ქართლის) საბეგლარბეგო დააარსეს და მის გამგებლად ოსმალო მოხელე დანიშნეს. ქართველთა ხალხის ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ სათავეში ჩაუდგა ქართლის მეფე [[სიმონ I]]. [[1582]] წლის [[30 მარტი|30 მარტს]] მან თბილისს ალყა შემოარტყა. დაიწყო შიმშილი. ოსმალეთის 12 000-იანმა მაშველმა ლაშქარმა თბილისის გარნიზონს დახმარება აღმოუჩინა, მაგრამ მაშველი ლაშქრის ქალაქიდან გასვლის შემდეგ ქართველებმა კვლავ გააგრძელეს ბრძოლა მის გასათავისუფლებლად. სულთნის მთავრობა უკმაყოფილო იყო თბილისში შექმნილი ვითარებით და ხშირად ცვლიდა გამგებლებს (ფაშებს). [[1582]] წლის ზაფხულში სიმონ მეგისა და ირანის გაერთიანებულმა ლაშქარმა თბილისის გარე ციხე აიღო, რის შემდეგაც ოსმალთა მდგომარეობა ქალაქში კრიზისული აღმოჩნდა. ქართველი ხალხის მედგარმა ბრძოლამ სულთანი იძულებული გახადა კომპრომისზე წასულიყო და ქვეყნის გაოსმალებაზე უარი ეთქვა.(თბილისისა და ქართლის აღწერა ოსმალებმა ვერ შეძლეს). [[1588]] ქართლსა და ოსმალეთს შორის დადებული ხელშეკრულებით სულთანმა სიმონ I ქართლის ქრისტიან მეფედ ცნო: მას ოსმალეთისათვის ყოველწლიური ხარკი უნდა ეხადა. ქართლის ციხე-ქალაქებში, მ. შ. თბილისშიც, ოსმალთა გარნიზონები დარჩა. დანარჩენ ტერიტორიაზე სიმონ მეფის ხელისუფლება ვრცელდებოდა. ირან- ოსმალეთის ომის განახლების ([[1603]] წელი) შემდეგ. 1606წელი, ოსმალები თბილისიდან და ქართლის ციხე-ქალაქებიდან განდევნეს. ამრიგად ოსმალობის დამყარების ეს პირველი ცდა მარცხით დამთავრდა.