სამარხი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|სამარხი (სახსარი)}}
'''სამარხი''', მიცვალებულის დასაკრძალავი ორმო, მოედანი, ნაგებობა, მოწყობილობა. იმის გამო, რომ მიცვალებულისათვის ინვენტარის ჩატანება წესად ჰქონდათ, სამარხი ძველი ისტორიის პერიოდების შესწავლის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ იქცა. სამარხები ცნობილია ძველი ქვის ხანიდან. პირველყოფილ ადამიანს თავი უნდა ეხსნა ხრწნადი ლეშისაგან. პრიმიტიული სამარხების მოწყობა უკავშირდება მიცვალებულის კულტს.
 
ევროპაში უკვე მუსტიეს ხანიდან ცნობილია სამარხი ორმოები, რომლებშიც მიცვალებულები ხელ-ფეხმოკეცილნი, „მძინარე პოზაში“ ესვენა. მათ ატანდნენ „საგზალს“, ქვის იარაღს, სამკაულს და სხვა ნივთებს. ზოგიერთი ფაქტი მოწმობს მსხვერპლთშეწირვის წესის არსებობას, რომელიც მიცვალებულის პატივისცემას და თაყვანისცემას უკავშირდება. ევროპაში ცნობილია სამარხები ზედა პალეოლითური ხანის მღვიმეებშიც. ჩატანებული სამკაულების სიმრავლით (ნიჟარები, ძვალი) გამოირჩევა გრიმალდის სამარხები. სამარხებში ჩონჩხები წითლად იყო შეღებილი ჟანგმიწით (სისხლის ფერი მარადიული სიცოცხლის იდეასთან არის დაკავშირებული). ხშირია მიცვალებულის მოკრუნჩხულ პოზაში დაკრძალვა, რასაც სხვადასხვაგვარი ახსნა აქვს (მძინარე თუ ჩანასახოვანი მდგომარეობის განსახიერება და სხვა). აზილის ეპოქის სამარხებიდან (საფრანგეთი) ცნობილია მეორადი დაკრძალვის შემთხვევა. ოფნეტის გამოქვაბულში (გერმანია) წითელ ჟანგმიწათმოყრილ მრგვალ ორმოებში აღმოჩნდა თავის ქალების გროვები სამკაულებთან ერთად, რაც მიუთითებს თავის ქალის კულტზე. მრავალ ხალხში არსებობს რწმენა, რომ სულის სამყოფელი არის თავი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამარხი“-დან