მაგნეტარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 84:
 
2013 წელს აღმოაჩინეს მაგნეტარი სახელად PSR J1745-2900, რომელიც [[მშვილდოსანი A*]] სისტემაში, შავი ხვრელის გარჩემო ორბიტირებს. ობიექტი გალაქტიკის იონიზირებული ცენტრის, ვარსკვლავთშორისი სივრცის შესწავლისთვის მნიშვნელოვან ისტრუმენტს წარმოადგენს.
 
== ცნობილი მაგნეტარები ==
2016 წლის მარტის მდგომარეობით 23 მაგნეტარია ცნობილი და კიდევ ექვსი ობიექტი, დაკვირვების და დასტურის პროცესშია. სრული ჩამონათვალი მოცემულია მაკგილის SGR / AXP ონლაინ კატალოგში. ცნობილი მაგნეტარებია:
 
1979 წელს, [[მაგელანის დიდი ნისლეული|მაგელანის დიდ ნისლეულში]] აღმოჩენილი SGR 0525-66. დედამიწიდან დაახლოებით 163 000 სინათლის წლის მანძილზე.
 
SGR 1806-20, რომელიც ირმის ნახტომის შორეულ მხარეს, [[მშვილდოსნის თანავარსკვლავედი|მშვილდოსნის თანავარსკვლავედში]], დედამიწიდან 50 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.
 
20 000 სინათლის წლის მანძილზე, [[არწივის თანავარსკვლავედი|არწივის თანავარსკვლავედში]] მდებარე SGR 1900 + 14. ნაკლები გამოსხივების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ (მნიშვნელოვანი ამოფრქვევები მხოლოდ 1979 და 1993 წლებში) 1998 წლის მაის-აგვისტოში გააქტიურდა, ხოლო 27 აგვისტოს გამოვლენილი გამოსხივების სიძლიერე, აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ იტალიურ-ჰოლანდიური ორბიტალური რენტგენოლოგიური ობსერვატორია, ავტომატური პლანეტათაშორისი სადგური, ნასას ორბიტალური რენტგენოლოგიური ობსერვატორია და მზის ქარების საკვლევი სადგური, გათუშული ყოფილიყვნენ შემდგომი ძლიერი დაზიანების პრევენციის მიძნით. 2008 წლის 29 მაისს, სპიცერმა ამ მაგნეტარის გარშემო, მატერიის რგოლები აღმოაჩინა და მიჩნეულია, რომ 1998 წლის გააქტიურება, რგოლების ჩამოყალიბებასთან არის კავშირში.
 
SGR 0501 + 4516 2008 წლის 22 აგვისტოს აღმოაჩინეს.
 
1E 1048.1−5937, რომელიც მზის 30-40-ჯერ მეტი მასის მქონე ვარსკვლავისგან ჩამოყალიბდა, 9 000 სინათლის წლის მანძილის დაშორებით, [[გემის ხერხემლის თანავარსკვლავედი|გემის ხერხემლის თანავარსკვლავედიში]] მდებარეობს.
 
2008 წლის სექტემბერს, ESO-მ ობიექტის, როგორც მაგნეტარი SWIFT J195509 + 261406 იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელიც თავდაპირველად გამა-გამოსხივების გამოვლენით (GRB 070610) იყო იდენტიფიცირებული.
 
CXO J164710.2-455216. მასიურ გალაქტიკათგროვა Westerlund 1-ში მდებარე, რომელიც მზის 40-ჯერ მეტი მასის მქონე ვარსკვლავისგან შეიქმნა.
 
2011 წლის 14 ივლისს, მადრიდში და კატალონიაში, ესპანეთის ეროვნული უმაღლესი სამეცნიერო კვლევითი საბჭოს, იტალიელმა და ეპანელმა მკვლევრებმა, SWIFT J1822.3 Star-1606 აღმოაჩინეს. ამ მაგნეტარს დაბალი მაგნიტური ველი გააჩნია და შესაძლოა, სულ რაღაც ნახევარი მილიონი წლისაა.
 
3XMM J185246.6 + 003317, ასტრონომების საერთაშორისო გუნდმა, ESA-ს XMM-Newton რენტგენული ტელესკოპის მონაცემების მეშვეობით აღმოაჩინა.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაგნეტარი“-დან