სახამებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება
ხაზი 1:
[[ფაილი:Cornstarch_mixed_with_water.jpg|მინი]]
'''სახამებელი''' — [[მცენარეები|მცენარის]] ძირითადი სამარაგო [[ნახშირწყალი]], რომელიც წარმოიქმნება უჯრედის ორგანოიდებში ([[ქლოროპლასტები|ქლოროპლასტებსა]] და ამილოპლასტებში) და გროვდება ძირითადად თესლში, ძირხვენებსა და ტუბერებში, აგრეთვე ფოთლებსა და ღეროებში. სახამებელი გროვდება მარცვლების სახით, რომელთაც ფენოვანი სტრუქტურა აქვთ და შეიცავენ მცირე რაოდენობით ცილებსა და ლიპიდებს. სახამებელის ზომა სხვდასხვაა. სახამებელი ორი პოლისაქარიდის — ხაზოვანის — [[ამილოზი]]ს და განტოტვილის — [[ამილოპექტინი]]ს ნაზავია; მათი საერთო ფორმულაა (C<sub>6</sub>H<sub>10</sub>O<sub>5</sub>)n; როგორც წესი, სახამებელი შეიცავს 10—30% ამილოზას, 70—90% ამილოპექტინს. სახამებელის პოლისაქარიდები აგებულია [[გლუკოზა|გლუკოზის]] ნაშთებისაგან, რომლებიც შეკავშირებული არიან ამილოზისა და ამილოპექტინის ხაზოვან ჯაჭვებში α-1,4-გლუკოზიდური ბმები, ხოლო განშტოების წერტილებში —α-1,6-გლუკოზიდური ბმებით.
 
Line 4 ⟶ 5:
 
სახამებელს და მის წარმოებულებს იყენებენ ქაღალდის, ქსოვილების, წებოს და სხვა წარმოებაში. როგორც სამკურნალო საშუალება, სახამებელი შედის სხვადასხვა ფხვნილში, მალამოსა და პასტაში. სახამებლის 1% ხსნარს იყენებენ როგორც ინდიკატორს, იოდის აღმოსაჩენად.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|9|238-239|ნუცუბიძე ნ.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სახამებელი“-დან