ლარისა ლატინინა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 51:
==კარიერა==
[[ფაილი:Larisa Latynina 1964.jpg|thumb|160px|ლატინინა 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაჯილდოების ცერემონიალზე]]
[[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1956|1956 წლის მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე]] მისი მთავარი მოწინააღმდეგე უნგრელი [[აგნეს კელეტი]] იყო. ლატინინამ მეტოქე მრავალჭიდში დაამარცხა, საბჭოთა კავშირის გუნდმა კი გუნდური ღონისძიება მოიგო. ფინალურ ღონისძიებაში ლატინინამ თავისუფალ ვარჯიშსა და ბჯენით ხტომებში — ოქროს, ნაირსიმაღლის ორძელზე-ვერცხლის მედალი, ხოლო, საგნით ჯგუფურ ვარჯიშში კი-ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
 
1958 წლის მოსკოვის მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ლატინინამ 6 შესაძლებლობიდან 5-ში (მრავალჭიდი, ბჯენითი ხტომები, ნაირსიმაღლის ორძელი, დვირი და გუნდური შეჯიბრი) ჩემპიონი გახდა, თავისუფალ ვარჯიშში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა (მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობისას 4 თვის ფეხმძიმე იყო). ლატინინა [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1960|1960 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების]] ფავორიტი გახდა. მან 9 ქულიანი შეფასებით საბჭოთა კავშირის გუნდს პირველი ადგილი შეუნარჩუნა. ინდივიდუალურად ტანმოვარჯიშემ ორი ოქროს (მრავალჭიდსა და თავისუფალ ვარჯიშში), ორი ვერცხლის (ნაირსიმაღლის ორძელსა და დვირზე) და ერთი ბრინჯაოს (ბჯენით ხტომებში) მედალი მოიპოვა.<ref name=SI>{{Cite news |title=With her all-time record set to fall, little-known Latynina looks back |url=http://sportsillustrated.cnn.com/2012/olympics/2012/07/10/larisa-latynina-michael-phelps-olympic-medals-record/index.html?eref=sircrc |accessdate=10 July 2012 |newspaper=Sports Illustrated |date=10 July 2012 |author=Nick Zaccardi |author2=Gennady Fyodorov}}</ref> 1961 წლის ევროპის ჩემპიონატზე ლატინინა 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 1962 წელს პრაღაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მრავალჭიდში ლატინინამ ჩეხოსლოვაკიელი [[ვერა ჩასლავსკა]] დაამარცხა. ოქროს მედალი მოიპოვა თავისუფალ ვარჯიშშიც, დვირსა და ბჯენით ხტუმებში-ვერცხლის, ნაირსიმაღლის ორძელზე კი-ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.