[[ხვამლი|ხვამლის მთა]] — ცაგერიდან სამხრეთ-დასავლეთით 15 კმ, მაქსიმალური სიმაღლე 2002 მ. უპირატესად აგებულია პორფირიტების, ფიქალისაგან და კირქვის ქანებისაგან. ქედის კალთები მნიშვნელოვნად არის დანაწევრებული, ზემო ნაწილში ალპური რელიეფია. დასავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთ კალთები ციცაბოა, ჩრდილოეთი -— დამრეცი. მწვერვალიდან სრულყოფილად ჩანს მდინარეების: რიონის, ცხენისწყლის და ლაჯანურის ხეობები. ხვამლის მთაზე გავრცელებულია მთა-ტყის და მთა-მდელოს ლანდშაფტები, წიფლის ტყეები, ალპური და სუბალპური მდელოები. მთაზე აგებულია წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი და აგრეთვე შემორჩენილია XII საუკუნის ისტორიული ციხე-სიმაგრის ნანგრევები. აქ იყო იმდროინდელი საქართველოს განძსაცავი, "თუ საქართველო დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს".