ელეანორა პორტუგალიელი (სრი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
== ადრეული ცხოვრება ==
ელეანორა დაიბადა 1434 წლის 18 სექტემბერს, [[ტორეშ-ვედრაში]], იგი იყო პორტუგალიის მეფე [[დუარტე I (პორტუგალია)|დუარტე I]]-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ [[ელეანორა არაგონელი|ელეანორა არაგონელის]] ერთ-ერთი ქალიშვილი, მათი ცხრა შვილიდან. ის ოჯახში მესამე ქალიშვილი იყო, თუმცა მისი ორი უფროსი და ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, რის გამოც იგი უფროს ქალიშვილად ითვლებოდა.
 
ელეანორას მამა მის მეოთხე დაბადების დღემდე ხუთი დღით ადრე გარდაიცვალა. ამის შემდეგ პორტუგალიაში ელეანორის უმცროსი ძმა, [[აფონსუ V (პორტუგალია)|აფონსუ V]] გამეფდა. ამ დროს დედამისი ორსულად იყო, მარტში კი მან კიდევ ერთი ქალიშვილი გააჩინა. გოგონას ხუანა დაარქვეს და შემდგომში ის [[კასტილიის სამეფო|კასტილიის]] მეფე [[ენრიკე IV]]-ის საყვარელი მეუღლე და კასტილიის დედოფალი გახდა.
 
1440 წელს აჯანყებულმა პორტუგალიელებმა ელეანორის ძმა, [[კოიმბრა|კოიმბრის]] ჰერცოგი. ამის შემდეგ ელეანორის დედა იძულებული გახდა შვილებთან ერთად კასტილიაში გაქცეულიყო. როცა ისინი პორტუგალიაში დაბრუნდნენ ელეანორ არაგონელი უკვე მძიმედ იყო ავად.
 
== იმპერატრიცა ==
[[ფაილი:Frederick III and Eleanor of Portugal.jpg|მარცხნივ|მინი|246x246პქ|იმპერატორი ფრიდრიხ III და იმპერატრიცა ელეანორა ავსტრიელი]]
ელეანორისათვის საქმროს შერჩევა მამიდამისს, [[ისაბელა პორტუგალიელი (1397-1471)|ისაბელა პორტუგალიელს]] დაევალა. მას ხელი სთხოვა არაგონისა და ნეაპოლის მეფე [[ალფონსო V (არაგონი)|ალფონსო V]]-მ, თუმცა დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო უარი უთხრეს. ელეანორი მალე დანიშნეს საფრანგეთის მეფე [[შარლ VII (საფრანგეთი)|შარლ VII-ის]]<nowiki/>ის უფროსი ვაჟის, საფრანგეთის დოფინის ლუი დე ვალუას საცოლედ, თუმცა მას შემდეგ რაც ელეანორის ხელი საღვთო რომის იმპერატორ [[ფრიდრიხ III (სრი)|ფრიდრიხ III]]-მ ითხოვა, ფრანგებთან ნიშნობა გაუქმდა. საქორწინო მოლაპარაკებები 1451 წელს შედგა ნეაპოლში. შეთანხმების მიხედვით ელეანორა საქმროსთან შესახვედრად გემით უნდა წასულიყო. ამ პერიოდში ხმელთაშუა ზღვაზე მეკობრეები თარეშობდნენ და ზღვაზე გადაადგილების ყველას ეშინოდა. მალე გავრცელდა ჭორები, რომ ელეანორი მეკობრეებმა მოიტაცეს, თუმცა სიცრუე აღმოჩნდა. ელეანორა და ფრიდრიხი ერთმანეთს ქალაქ [[სიენა|სიენაში]]ში შეხვდნენ. საქორწინო ცერემონიალი ქალაქ [[რომი|რომში]] ჩატარდა, ხოლო საზეიმო ღონისძიებები ნეაპოლის მეფის ორგანიზებული იყო.
 
ელეანორი და ფრიდრიხი რადიკალურად განსხვავებული ადამიანები იყვნენ და ერთად არასდროს ყოფილან ბედნიერები. ელეანორი იყო ცბიერი, ამბიციური და დაუმორჩილებელი ქალი, რომელიც ხშირად მონაწილეობდა ინტრიგებში, ხოლო ფრიდრიხი ზედმეტად ფხიზელი და მოსაწყენი კაცი იყო. ელეანორს უყვარდა ცეკვა, აზარტული თამაშები და ნადირობა, ფრიდრიხს კი ეს ყველაფერი არ ხიბლავდა. ფრიდრიხმა ელეანორას პორტუგალიელებით სავსე გარემო შეუქმნა, რათა თავი სამშობლოსგან მოწყვეტილად არ ჩაეთვალა. ფრიდრიხმა ელეანორი დაადანაშაულა მათი რამდენიმე შვილის გარდაცვალებაში, რადგან ითვლებოდა, რომ ისინი პორტუგალიური საჭმლით მოიწამლნენ. ამის შემდეგ ფრიდრიხმა შვილების აღზრდა საკუთარ თავზე აიღო. ვენის ალყის დროს, ხალხი იძულებული გახდა ვირთხები, კატები და ძაღლები ეჭამათ, ელეონორი კი ხალხზე ფიქრით თავს არ იწუხებდა. არსებობს ისტორიული ნარკვევები, რომლებშიც წერია, რომ ელეანორი ვენის ალყის დროს სასახლეში ექსტრავაგანტულად, ფუფუნებაში და მფლანგველურად ცხოვრობდა. მან ვენის სასახლეში პატარა პორტუგალია მოიწყო. რაც საშინლად აისახებოდა ფრიდრიხის ისედაც გაკოტრებულ ხაზინაზე.
 
ელეანორ პორტუგალიელი გარდაიცვალა 1467 წლის 3 სექტემბერს, 32 წლის ასაკში.
 
== ქორწინება და შვილები ==
1452 წლის 16 მარტს ქალაქ რომში, ელეანორა დაქორწინდა საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ III-ზე. სამი დღის შემდეგ, მოეწყო მისი კორონაცია. 19 მარტს ის საღვთო რომის იმპერატრიცად თვით რომის პაპმა [[ნიკოლოზ V (პაპი)|ნიკოლოზ V-მ]]-მ აკურთხა, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში.
 
ფრიდრიხ მესამესთან ელეანორს ხუთი შვილი შეეძინა:
ხაზი 28:
 
== ლიტერატურა ==
* Sigrid-Maria Größing, AEIOU - Glück und Unglück im österreichischen Kaiserhaus, Verlag Amalthea [[სპეციალური:BookSources/9783850026338|ISBN 979-3-85002-633-8]]
 
[[კატეგორია:დაბადებული 18 სექტემბერი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1434]]