გლდანი (სოფელი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 57:
XVIII საუკუნის ისტორიკოსი და გეოგრაფი [[ვახუშტი ბაგრატიონი]] რამდენიმეჯერ მოიხსენიებს ამ დასახლებულ პუნქტს „გრდანის“ სახელწოდებით: „ხოლო ხეობა გრდანისა და მდინარე მისი გამოსდის ზადაძნის შესართავს ერწოს მთას, დის გრდანამდე ჩდილოდან სამხრით“<ref>ქც 4: 537,1-3</ref>. მის მიერვე შედგენილ რუკებზე და სოფლების სიაში ორი გრდანი არის აღნიშული და კიდევ ერთი დუმაგრდანი. [[იოანე ბაგრატიონი]]ც „[[ქართლ-კახეთის აღწერა]]ში“ გრდანის სახელს მოიხსენიებს (ორი სოფელი). გრდანი აღნიშნულია [[1788]] წლის საბუთში <ref>საქართველოს სიძველენი III, 1910, გვ. 37</ref>, [[1825]] წლის სტატისტიკურ აღწერაში<ref>მოსკოვის ცენტრალური სამხედრო ისტორიული არქივის ფონდი, ვუა, №18481</ref>, [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ათეულობით რუკაზე და სხვა. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისიდან საბოლოოდ დამკვიდრდა სახელწოდების ფორმა გლდანი. ასეა [[1926]] წლის მოსახლეობის აღწერის მასალებსა და [[1930]] წლის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ დაყოფაში. ვახუშტისა და იოანე ბაგრატიონების მიერ აღნიშული „დუმაგრდანი“ XIX საუკუნეში გამქრალა.
 
ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილ თქმულებათა შორის ერთერთის მიხედვით [[ვახტანგ VI]]-ის ლაშქარმა გლდანთან დაამარცხა [[ლეკები]]ს ლაშქარი და იქვე მდებარე „წვეტიან ქვასთან“ მოკლა ლეკების სარდალი [[გალდანი]], რის შემდეგაც ამ დასახლებას გალდანი უწოდეს, რომელიც შემდეგ გლდანის სახელით შეიცვალა. თუმცა აღსანიშნავია,რომ თვით ფაქტი და მოვლენა სახელწოდების წარმოშობის დაკავშირებაზე ყოვლად გაუმართლებელია, რადგან ეპოქები ერთმანეთს არ ემთხვევა. საქმე ისაა, რომ ვახტანგ მეექვსე XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში მოღვაწეობდა, ხოლო ლეკების შემოსევები საქართველშისაქართველოში („[[ლეკიანობა]]“) XVI საუკუნეზე ადრე არ გადადის; სახელწოდება გლდანი კი XII საუკუნის წყაროებში უკვე დადასტურებულია. XV ს-ში სომხურ ანდერძში გლდანი „გლგანად“ მოიხსენიება<ref name="სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 78"/>.
 
სახელწოდების თავდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო გარდანი. გარდანი ნიშნავს გარდამავალს — მთისა და ბარის თავშეყრის ადგილს. სწორედ მთასა და ბარს შორის გარდამავალ ზონაში მდებარეობს გლდანი. სახელწოდება გარდანიდან ჯერ ამოვარდნილა პირველი ხმოვანი '''ა''', შემდეგ '''რ''' ქცეულა '''ლ'''-დ და საბოლოოდ გლდანის სახელით გარდაქმნილა. შესაბამისად დასახლების პირვანდელი სახელწოდების ფორმა '''გარდანი''' უნდა ყოფილიყო, რომელიც ჯერ '''გრდანის''', შემდეგ კი '''გლდანის''' სახელით გარდაქმნილა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გლდანი_(სოფელი)“-დან