ალექსანდრე II (შოტლანდია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
პორტრეტი→სურათი
No edit summary
ხაზი 29:
'''ალექსანდრე II''' ([[შოტლანდიური ენა|შოტ]]: ''Alaxandair mac Uilliam'') (დ. 24 აგვისტო 1198 — გ. 8 ივლისი 1249) — შოტლანდიის მეფის [[უილიამ I (შოტლანდია)|უილიამ I]] და ერმაგარდას შვილი. ის დაიბადა [[1198]] წელს შოტლანდიის ქალაქ [[ჰადინგტონი|ჰადინგტონში]], მან თავისი ბავშვობის წლები ინგლისში გაატარა. 1214 წლის 4 დეკემბერს გარდაიცვალა შოტლანდიის მეფე უილიამი, ტახტის მემკვიდრე გახდა ალექსანდრე, ამავე წელს მოხდა ამისი კორონაცია.
 
ალექსანდრესთვის მემკვიდრეობით მიღებული [[შოტლანდია]] საკმაოდ პატარა იყო. მას ესაზღვრებოდა სხვადასხვა ენებზე მოსაუბრე ტომები, რომელბიცრომლებიც ხშირ შემთხვევაში მეფეს არ ემორჩილებოდნენ. ჩრდილოეთით მდებარეობდა [[კეტნესის საგრაფო]] და [[საზერლენდი]], დასავლეთით გალებით დასხლებული [[ჰებრიდის კუნძულები]], ხოლო სამხრეთით [[გალოვეს]] დამოუკიდებელი საგრაფო. შოტლანდიის სამხრეთით არსებულ ტერიტორია სადავო იყო ინგლისთან. ალექსანდრეს სურდა დაებრუნებინა ეს ტერიტორები, ამის გამო შოტლანდიის მეფე ალექსანდრესა და ინგლისის მეფე [[ჯონი (ინგლისი)|ჯონს]] შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.
 
ამ პერიოდში ინგლისის მეფის წინააღმდეგ მისი გრაფები გამოვიდნენ, მათ მეფე ფულს ძალავდა [[საფრანგეთი|საფრანგეთთან]] ხანგრძლივი ომების საწარმოებლად, გრაფებმა პეტიცია შეადგინეს. პეტიციაში თავიანთი მოთხოვნები იყო წამოყენებული, ამ პეტიციას [[მაგნა კარტა]]ს სახელი ეწოდა, ბარონებმა შოტლანდიის მეფის ალექსანდრეს მოთხოვნები 45 მუხლში შეიტანეს. მეფე ჯონი იძულებული გახდა ეს დოკუმენტი მიეღო და მან თავისივე ბეჭდით მათი მოთხოვნები დაადასტურა, თუმცა როგორც კი ეს გააკეთა მაშინათვე უარყო ბარონების მოთხოვნები. ბარონებს ეს არ მოეწონათ და მათ ინგლისში მეფის მოშორება გადაწყვიტეს, ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო, ამით ისარგებლა ალექსანდრემ და ჩრდილოეთ ინგლისში შეიჭრა. მას მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ ის სამხრეთისკენ მიიწევდა. ალექსანდრემ კავშირი დაამყარა საფრანგეთთან, [[შოტლანდიის მეფე]] იყო პირველი ვინც ინგლისის სამხრეთით არსებულ [[დოლვერის ციხესიმაგრე]]ს ალყა შემოარტყა, [[დიდი ბრიტანეთი (კუნძული)|ბრიტანეთის]] ნახევარი მის ხელში იყო. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა ინგლისის მეფე ჯონი, ინგლისელმა ბარონებმა ალექსანდრეს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს, ალექსანდრე იძულებული გახდა ეს შეესრულებინა. ინგლისის ახალმა მეფე [[ჰენრი III (ინგლისი)|ჰენრი III]] გამოსცა ახალი მაგნა კარტა, სადაც შოტლანდიის მოთხოვნები ამოღებული იყო. ალექსანდრესთვის მოვლნები კიდევ უფრო გაუარესდა, [[რომის პაპი|რომის პაპამა]] მხარი ჰენრის დაუჭირა და ის ეკლესიიდან განკვეთა. პაპი ალექსანდრესგან მოთხოვდა ინგლისისთვის, ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილის დაბრუმნებას და ჰენრისთვის პატივის მიგებას. ალექსანდრე იძულებული გახდა ეს მოთხოვნები შეესრულებინა.