შოტლანდიის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა კორექტურა.
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
ხაზი 20:
|წინამორბედი=[[დალ რიადა]]
}}
 
'''შოტლანდიის სამეფო''' ([[შოტლანდიურ-გელური ენა|შოტლანდიურად]]: Kinrick o Scotland) — [[სუვერენული სახელმწიფო]] ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, მდებარეობდა კუნძულ [[კუნძული ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] ჩრდილოეთში. დაარსდა [[843]] წელს, [[1707]] წელს გაერთიანდა მეზობელ [[ინგლისის სამეფო|ინგლისის სამეფოსთან]] და შეიქმნა [[დიდი ბრიტანეთის სამეფო]]. შოტლანდიის სამეფოს ესაზღვრებოდა მხოლოდ ერთი სახელმწიფო, ინგლისის სამეფო. შოტლანდიის სამეფო გაუთავებლად განიცდიდა ზეწოლას მეზობელი სახელმწიფოსაგან, როგორც რელიგიური ისე პოლიტიკური კუთხით. [[1603]] წელს შოტლანდიის მეფე [[ჯეიმზ I (ინგლისი)|ჯეიმზ VI]] ხდება [[ინგლისის სამეფო|ინგლისისა]] და [[ირლანდია|ირლანდიის]] მეფე, აქედან მოყოლებული ამ სამ სახელმწიფოს საერთო მონარქი ჰყავდათ, თუმცა ყოველმა მათგანმა შეინარჩუნდა დამოუკიდებლობა. [[1707]] წლის [[1 მაისი|1 მაისს]] დედოფალმა [[ანა (დიდი ბრიტანეთი)|ანა I]]-მა შოტლანდია და ინგლისი გააერთიანა და შექმნა [[გაერთიანებული სამეფო|დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო]]. შოტლანდიის სამეფოს უკანასკნელი ტერიტორიული ცვლილება [[1482]] წელს მოხდა, მას შემდეგ მისი ფართობი არც გაზრდილა და არც შემცირებულა. შოტლანდიის სამეფო ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან [[ატლანტის ოკეანე]] ესაზღვრებოდა, სამხრეთიდან ინგლისი, ხოლო დასავლეთიდან [[ირლანდიის ზღვა]].