გიორგი ახვლედიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
94.43.101.250-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
→‎ბიოგრაფია: ზედა ბრჭყალები არ არის სწორი.... იმედია, სწორად შევასწორე...
ხაზი 4:
 
==ბიოგრაფია==
[[1914|1914 წელს]] დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი, სადაც ახვლედიანის გამოკვლევას "ნარნარა„ნარნარა და ცხვირისმიერი თანხმოვნების ისტორიისათვის [[სანსკრიტი|სანსკრიტში]], [[ბერძნული ენა|ბერძნულში]], [[ლათინური ენა|ლათინურსა]] და [[სლავური ენები|სლავურ ენებში]]" ოქროს მედალი მიენიჭა. პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობდა ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკაში. შედიოდა თბილისის უნივერსიტეტის პირველ პროფესორთა კოლეგიაში, გამოსცა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები ("ენათმეცნიერების„ენათმეცნიერების შესავალი"შესავალი“, 1918-1919; "სანსკრიტი"„სანსკრიტი“, 1920), შექმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია, სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ენათმეცნიერების შესავალს, ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკას, სანსკრიტს, ბერძნულს, ოსურს, რუსული ენის [[ისტორია]]სა და [[დიალექტოლოგია]]ს, ინდოევროპული ენების შედარებით გრამატიკას, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიას და სხვა.
 
ახვლედიანმა [[იოსებ ყიფშიძე|იოსებ ყიფშიძესთან]] და [[აკაკი შანიძე|აკაკი შანიძესთან]] ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს. 1923 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა "ქართული„ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება"საზოგადოება“. ახვლედიანის სახელთანაა დაკავშირებული ჩვენში ახალი კადრების აღზრდა ზოგად საექსპერიმენტულ [[ფონეტიკა]]ში, ზოგად [[ენათმეცნიერება]]ში, [[გერმანისტიკა]]ში, [[რომანისტიკა]]ში, [[ინდოლოგია]]ში, [[ირანისტიკა]]ში, [[ოსოლოგია]]ში.
 
მისი ნაშრომები "ზოგადი„ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები"საკითხები“ (ტ. 1, 1938), "ზოგადი„ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები"საფუძვლები“ (1949), "ზოგადი„ზოგადი ფონეტიკის შესავალი"შესავალი“ (1956), გამოირჩევა ორიგინალობით და საკვანძო საკითხების ახლებურად გაშუქებით. ქართულ-ქართველური სპეციფიკური თანხმოვნების, თანხმოვანთა კომპლექსებისა და, საერთოდ, ბგერითი სისტემის შესწავლით მან მრავალი ახალი დებულება შემატა ზოგად ფონეტიკას. ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიაში დამკვიდრდა ახვლედიანის შემოღებული არაერთი ტერმინი. ახვლედიანის ფონეტიკის პრაქტიკული გამოყენების - ლოგოპედიის მამამთავარია საქართველოში.
 
ახვლედიანმა გამოკვლევა მიუძღვნა ქართულ ენაზე მხატვრული თარგმნის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. თარგმნიდა და გამოაქვეყნა ძველი ინდურიდან "დასაბამი ნივთთა" (ჰიმნი რიგვედიდან), ავესტურიდან "ავესტა"„ავესტა“ (17 გათა); ქართულ ზღაპრებში მიაკვლია ინდურ სიუჟეტს ("ავესტის„ავესტის თრაეტაონა და ქართული ზღაპრების თრითინო"თრითინო“, 1914).
 
ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს. თანამშრომლობდა "ქართული„ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენ კომისიაში"კომისიაში“ (1920-იდან); თავმჯდომარეობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების სასცენო მეტყველების მეთოდურ საბჭოს. ახვლედიანის რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის აკადემირი გრამატიკა (ტ. 1-2, ორჯონიკიძე, 1963). დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი]]თ, სხვა ორდენებითა და მედლებით.
 
==თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროფესორები==