ბერიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 82:
 
თედო სახოკია წიგნში"მუსულმან ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში" მიუთითებს "აჭარა ზეგნამდის უფრო იმერეთსა ჰგავს ყველაფრით. ზეგნის მკვიდრნი-კი ჯავახელებსა და ქართველებსა ჰგვანან; ლაპარაკის კილოც სხვანაირი აქვთ ზეგნელებს, ვიდრე აჭარლებს. აჭარის მცხოვრებთა გვარები უფრო ძეებით თავდება და ზეგნისაკი – შვილებით. თვით ძველთ აზნაურთა თავადთა გვარებიც-კი ასუ განირჩევა აჭარაში: პირფარეშის – ძენი ანუ დღეს ბეჟანიძეები, შარუაშიძეები, დიასამიძეები, თურმანიძეები, ბერიძეები, მიქელაძეები, თავდგირიძე, ნაკაშიძე, ნიჟარაძე და სხვინი. ზეგანში: ხიმშიაშვილი, შალიკა შვილი, ავალიშვილი, ავალიანი, ბარათაშვილი, ბაგრატოვანი, ჯაყელი, ორბელიანი, ერისთავი და სხვ<ref>თედო სახოკია, მუსულმან ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში გამოცემული იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილის საფასით, გვ.28</ref>."
 
გიორგი მაზნიაშვილის ერთად იბრძოდა აჭარის თურქთა ბატონობისაგან გათავისუფლებისათვის შერიფა ბერიძე, რომელიც საქართველის დემოკრატიული პირველი რესპუბლიკის მთავრობაში ირიცხებოდა და ემიგრაციაში დაასრულა სიცოცხლე, დასაფლავებულია ლევილში. კერძოდ, რამაზ სურმანიძე ნაშრომში, "უცნობი გმირი (ბათუმისათვის ბრძოლაში დაცემული ალი ასათიანი)" მიუთითებს: " 1921 წლის დასაწყისში ბათუმში 3000-მდე ქართველი ჯარისკაცი იმყოფებოდა, მაგრამ საქართველოს მთავრობის უნიათობით ისინი მეთაურების გარეშე დარჩნენ და დაიქსაქსნენ. გასაქცევად მომზადებულ მთავრობას ერთად-ერთი გამოსავალი შერჩა - ბოლშევიკებთან მოლაპარაკება, რათა დაეჩქარებინა მათი ჯარების ბათუმში შემოსვლა. მანამდე კი დაფანტული ქართული ნაწილები უნდა შეეკრიბათ და თურქები ქალაქიდან გაეყვანათ. საქართველოს მთავრობამ ბათუმის ციხეში მყოფი ბოლშევიკები, მათ შორის სერგო ქავთარაძე გაათავისუფლა და მას განუცხადა თავისი განზრახვა _ ქართულ ჯარს სათავეში ჩადგომოდა გამოცდილი მხედართმთავარი გენერალი მაზნიაშვილი. ბოლშევიკებთან თანამშრომლობაზე გიორგიმ უარი განაცხადა, მაგრამ როცა დარწმუნდა, ქალაქ ბათუმს საფრთხე ემუქრებოდა, პირად პრინციპებზე უარი თქვა და დათანხმდა ამ წინადადებას. გენერალმა დაფანტული მებრძოლების სასწრაფო მობილიზაცია გამოაცხადა და ჯარი ქართული რეგულარული ნაწილების, ოსმალეთში მოქმედი ქართული ლეგიონის ყოფილი მებრძოლების და ადგილობრივი მოხალისეებით შეავსო. ადგილობრივთა შორის იყვნენ: ახმედ ქიქავა, აბდულ თხილაიშვილი, ოსმან მიქელაძე, შერიფ ბერიძე, სულეიმან ირემაძე, მემედ ჯინჭარაძე, ალი ასათიანი და სხვ."<ref>აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო
 
დაწესებულება – საარქივო სამმართველო, არხეონი, ბათუმი, 2011 რამაზ სურმანიძე ნაშრომში, "უცნობი გმირი (ბათუმისათვის ბრძოლაში დაცემული ალი ასათიანი)"
 
</ref>
 
ზოტიყელიდან ღორჟომამდე მას სულეიმან ბერიძე დამგზავრებია, რომელიც ბრძენ წინაკაცად ითქვლებოდა ზემო აჭარაში. ხულოდან ფურტიოსკენ თედოს ჩაფრად განწესებული - იუსუფ ბერიძე აცილებდა. ფურტიოში სტუმარს გულუხვად ხულოს მეჯლისის წევრმა, ყადმა (სასლიერო მოსამართლემ) , ნური ბერიძემ უმასპინძლა. აქედან ოლადაურში და სარიჩაირის საზაფხულო საძოვრებზე კი მკვლევარს თან ხულოს ნაწილის (მაზრის) უფროსი ალექსანდრე ბერიძე ახლდა<ref>თედო სახოკია "მოგზაურობანი( გურია, აჭარა, სამურზაყანო, აფხაზეთი)</ref><ref>თ.სახოკია, მოგზაურობანი</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბერიძეები“-დან