ცეცილია წუწუნავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
სწავლა დაიწყო სოფელ გურიანთაში[[გურიანთა]]ში, განაგრძო ჯერ ოზურგეთში, შემდეგ [[ბათუმი|ბათუმში]], ბოლოს [[1912]] წელს დაამთავრა ფოთის გიმნაზია.
 
თეთეატრითეატრი წუწუნავების ოჯახის გატაცება იყო. ცეცილიაც თავის დაძმასთან ერთად ადრევე მოინუსხა ხელოვნების ამ დარგით, ახალგაზრდები მონაწილეობდნენ სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. მისი დებიუტი შედგა ბათუმში, სადაც შეასრულა სალიხეს როლი [[ნინო ნაკაშიძე|ნინო ნაკაშიძის]] პიესაში „ვინ არის დამნაშავე?“.
 
თეატრზე შეყვარებული გოგონა იძულებული შეიქმნა ერთხანს მასწავლებლობა დაეწყო [[აფხაზეთი|აფხაზეთში]], სოფელ [[ტამიში|ტამიშში]], სადაც იმ დროს დაარსდა სკოლა. [[1920]] წელს იგი თბილისში გადმოდის და [[რუსთაველის თეატრისთეატრი]]ს დასში ირიცხება, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა ქართულ თეატრს. მან განასახიერა: კაროჟნა („დარისპანის გასაჭირი“), მაკა („კაკალ გულში“), დარეჯანი („კაცია ადამიანი?!“), ანა ანდრეევნა („რევიზორი“), მარსელინა („ფიგაროს ქორწინება“), ლირსა („ყვარყვარე თუთაბერი“), და სხვა მრავალი.
 
20-იანი წლებიდანვე იწყება წუწუნავას შემოქმედებითი მოღვაწეობა [[ქართული კინო|ქართულ კინოში]], თუმცაღა იგი პირველად მაყურებელმა იხილა უკვე [[1916]] წელს გადაღებულ პირველ ქართულ მხატვრულ ფილმში „ქრისტინე“, სადაც შექმნა მარინეს დასამახსოვრებელი სახე. ამას მოჰყვა შესანიშნავად შესრულებული როლები სხვა კინოფილმებში: „ვინ არის დამნაშავე“, „გიული“, „ელისო“, „დაგვიანებული სასიძო“, „ქეთო და კოტე“, „ჭრიჭინა“ და სხვები.
 
ცეცილია წუწუნავა იყო მდიდარი შემოქმედებითი ბუნების მკვეთრად სახასიათო და კომედიური მსახიობი. მისთვის ნიშანდობლივია უშუალობა, ხალხურობა, ეროვნული კოლორიტი. მისი წვლილი ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში აღინიშნა [[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროში ორდენით]] და მედლებით.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
ხაზი 21:
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]
[[კატეგორია:ქართველი მსახიობები]]
[[კატეგორია:დაბადებული 12 მაისი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1892]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 5 სექტემბერი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1956]]
[[კატეგორია:ოზურგეთში დაბადებულები]]
[[კატეგორია:შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები]]