მტრედისნაირნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 20:
| fw = 39349
}}
'''მტრედისნაირნი''' ({{lang-la|Columbiformes}}) — [[ფრინველები|ფრინველთა]] [[რიგი (ბიოლოგია)|რიგი]]. ტანად პატარა ([[გვრიტი]], მასა 30 გრამი), საშუალო (უმეტესად) და დიდი ([[გვირგვინოსანი მტრედი]]), მასა 3 კგ, სხეულის სიგრძე 80 სმ-მდე) ფრინველებია. მტრედისნაირნი ფართოდ არიან გავრცელებული ზომიერ და ტროპიკულ სარტყელებში. მოიცავს 1 (ან 2) [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახის]] ([[მტრედისებრნი]] და [[დრონტისებრნი]], მაგრამ ამ უკანასკნელის სტატუსი საკამათოა; უმთავრესად ითვლება ქვეოჯახად) 44 [[გვარი (ბიოლოგია)|გვარის]] 300-მდე სახეობას,<ref>{{ITIS|ID=177038|taxon=მტრედისნაირნი}}</ref> რომელთაგან 6 ამომწყდარია. საქართველოში 4 სახეობაა: [[გარეული მტრედი]] ({{lang-la|Columba livia}}), [[გვიძინი]] ({{lang-la|Columba oenas}}), [[ქედანი]] ({{lang-la|Columba palumbus}}) და [[გვრიტი]] ({{lang-la|Streptopelia turtur}}).
 
მტრედისნაირნი დღის, უმთავრესად მეხური (იშვიათად ნიადაგური) ფრინველებია. ბინადრობენ ფოთლოვან, უფრო იშვიათად წიწვოვან ტყეებში, მთებში, ღია და კულტურულ (ანთროპომორფულ) ლანდშაფტში. [[მონოგამია|მონოგამებია]]. ახასიათებს წელიწადში 2 (იშვიათად 4-5) კვერცხდება. დედალი დებს 1-2 კვერცხს. [[ინკუბაცია]] გრძელდება 14-30 დღე-ღამე. დედალი კვებავს მართვებს ჩიცახვის ეპითელიუმის თეთრი გამონაყოფით, ე.წ. „ჩიტის რძით“. იკვებებიან მცენარეული საკვებით, მოლუსკების ნიჟარებით. მრავალი სახეობა სპორტული ნადირობის ობიექტია. საჭიროებენ წყალს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მტრედისნაირნი“-დან