კირილე ვეკუა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
'''კირილე ვეკუა''' (დ. 4 მაისი/[[17 მაისი]] <small>[ ძვ. სტ. 4 მაისი]</small>, [[1891]], სოფ. [[ახუთი]], [[ზუგდიდის მაზრა]] (ახლანდელი [[ჩხოროწყუს რაიონი]]) — გ. [[28 ივნისი]], [[1968]], [[ბერლინი]]), [[ქართველები|ქართველი]] ქიმიკოსი.
 
==ბიოგრაფია==
ხაზი 9:
რაც შეეხება კირილეს, მან [[1915]] წელს დაამთავრა [[ქუთაისის კლასიკური გიმნაზია]]; მერე სწავლობდა [[ხარკოვის უნივერსიტეტი]]ს ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
 
[[1918]]-[[1921]] წლებში, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის დროს, იყო სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში მიწის რეფორმის კომისიის ხელმძღვანელი.
 
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, 1921 წელს, კ. ვეკუა დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.
ხაზი 19:
[[1924]] წელს მან სწავლა დაიწყო [[გეტინგენის უნივერსიტეტი|გეტინგენის უნივერსიტეტში]]. შემდეგ გადავიდა [[ბერლინის უნივერსიტეტი|ბერლინის უნივერსიტეტში]], რომელიც დაამთავრა [[1931]] წელს და მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ქიმიის განხრით.
 
[[1935]]-[[1941]] წლებში იგი მუშაობდა ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში ხელოვნურ ნივთიერებათა და საღებავთა დარგში პროფესორ უბბელოჰდეს ხელმძღვანელობით.
 
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში არ დაუტოვებია ბერლინი და აქ იმყოფებოდა საბჭოთა ჯარების მიერ ბერლინის აღების დროსაც ([[1945]] წლის მაისი). ომის შემდეგ მან განაგრძო მუშაობა ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც გახსნა საღებავთა ლაბორატორია. აქ მუშაობდა იგი პენსიაზე გასვლამდე, ანუ 65 წლის ასაკის მიღწევამდე. მან გაზარდა გერმანელ ქიმიკოსთა არაერთი თაობა, მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 25-ზე მეტი სადიპლომო და სადოქტორო ნაშრომი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კირილე_ვეკუა“-დან