მაუნა-კეა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
იგი ერთ-ერთია ჰავაის კუნძულებზე გავრცელებული ხუთი [[ცხელი წერტილები (გეოლოგია)|ცხელი წერტილიბიდან]], ხოლო ასაკითა და აქტიურობით ჰავაის ვულკანებს შორის იგი მეტად გამორჩეულია. მაუნა-კეას მოცულობა უდრის 3200 კმ³-ს. ისევე როგორც ჰავაის ყველა ვულკანი მაუნა-კეა წარმოიქმნა [[ცხელი წერტილები (გეოლოგია)|ცხელი წერტილებიდან]], როდესაც წყნაროკეანური ფილა გადავიდა დედამიწის მანტიაში. აგებულია [[ანდეზიტი|ანდეზიტური]] და ოლივინ-ბაზალტური ლავებით. კალთებზე ბევრი პარაზიტული კონუსია. [[კრატერი (გეოლოგია)|კრატერი]] დანგრეულია. მოსწორებული მწვერვალი თითქმის მუდამ თოვლით არის დაფარული (აქედან წარმოსდგა სახელწოდება).
 
ქარზურგა კალთებზე სავანაა, ქარპირა ჩრდილოეთ და ჩრდილოეთჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე ნოტიო ტროპიკული ტყე თითქმის გაჩეხილია და გაშენებულია [[ანანასი]]ს, [[შაქრის ლერწამი|შაქრის ლერწმისა]] და [[ბანანი]]ს პლანტაციები. მწვერვალზე მდებარეობს ცნობილი ასტრონომიული ობსერვატორია — [[მაუნა-კეას ობსერვატორია|მაუნა-კეას ასტრონომიული ობსერვატორია]], სადაც დიდი ხანია წარმოებს ასტრონომიული დაკვირვებები.
 
[[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 3780 მ სიმაღლეზე აღმოჩენილია [[გამოქვაბული|გამოქვაბულები]], საიდანაც უძველესი ჰავაიელები მოიპოვებდნენ [[ბაზალტი|ბაზალტს]], რომლისგანაც ქვის ხელსაწყოებს ამზადებდნენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაუნა-კეა“-დან