გურია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 242:
 
==ეკონომიკა==
გურიის მეურნეობის ძირითადი დარგები იყო მიწათმოქმედება, [[მევენახეობა]], მეფუტკრეობა და მეაბრეშუმეობა. ღვინო, თაფლი და აბრეშუმის ნაწარმო ექსპორტის საგანს წარმოადგენდა. გურიაში [[სამეგრელო]]ს მსგავსად მაღლარი [[ვაზი]] იყო გავრცელებული. გურიაში მრავალი ჯიშის ვაზი ხარობდა და [[ღვინო]] დიდი რაოდენობით გაჰქონდათ. [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს ცნობით გურიაში „ღვინო კეთილი და შემრგო“ დგებოდა. უცხოელი მოგზაურები გურულ ღვინოს [[ბურგუნდია|ბურგუნდიულ]] ღვინოს ადარებდნენ. განვითარებული1850-იან იყოწლებში გავრცელებულმა ღვინო,ვაზის თაფლიდაავადებებმა დავენახები აბრეშუმისთითქმის ნაწარმოგაანადგურა. ექსპორტისდაავადებების საგანსგავრცელებას წარმოადგენდაგურიის ზღვასთან სიახლოვე უწყობდა ხელს. გავრცელებულიამის მარცვლეულიგამო კულტურები1870-იანი იყოწლების [[ღომი]],ბოლოს რომელიცკი მოგვიანებითდაავადებებისადმი ჩაანაცვლაგამძლე [[სიმინდმა]]ჰიბრიდის, აგრეთვეადესად“ პარკოსნები:ცნობილი [[ლობიო]],იზაბელას გაშენება [[ცერცვი]]დაიწყო, [[ხანჭკოლა]].რომელმაც თესავდნენგურიაში სელსარსებული დაადგილობრივი ბამბასვაზის ჯიშები ჩაანაცვლა.
 
გავრცელებული მარცვლეული კულტურები იყო [[ღომი]], რომელიც მოგვიანებით ჩაანაცვლა [[სიმინდი|სიმინდმა]], აგრეთვე პარკოსნები: [[ლობიო]], [[ცერცვი]], [[ხანჭკოლა]]. თესავდნენ სელს და ბამბას. 1900-იანი წლებიდან მხარის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა [[მეჩაიეობა]]. 1914 წელს აშენდა ჩაის პირველი გადამამუშავებელი ფაბრიკა. საბჭოთა პერიოდში მეჩაიეობა მონოკულტურად იქცა, რომელმაც მანამდე არსებული ყველა სხვა სასოფლო-სამეურნეო დარგი განდევნა.
 
გურიაში მესაქონლეობა დაქვემდებარებულ როლს თამაშობდა, თუმცა საკმაო რაოდენობით იყო ცხენი, ხარ-ძროხა, თხა, კამეჩი, შინაური ფრინველი და განსაკუთრებით მრავლად ჰყავდათ [[ღორი]]. იშვიათი იყო ცხვარი კლიმატური თავისებურების გამო. აჭარა-გურიის ქედის კალთები დაფარული იყო ტყეთა ტევრებით და ამ მზარის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა [[ნადირობა]]. ნადირობდნენ ირემზე, შველზე, არჩვზე, გარეულ ღორზე, დათვზე.
 
XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში გურიას სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა [[იმერეთი|იმერეთთან]] და [[ახალციხის საფაშო]]სთან. გურიის მთისწინა სოფლებში მოსახლეობა მასობრივად ეწეოდა ხელოსნობას, ხის ჭურჭლისა და სხვა ნივთების დამზადებას. 1840-იანი წლებიდან ქალაქ ოზურგეთში ვითარდება მანუფაქტურა, აგურისა და თიხის წარმოება, მეთუნეობა, XIX საუკუნის მეორე ნახევარში მაღალ დონეზე იდგა არყის წარმოება, XIX საუკუნის განმავლობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ხე-ტყის დამზადებას.
 
==კულტურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გურია“-დან