გურია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 240:
 
2014 წლის აღწერის მონაცემებით გურიის მოსახლეობის რაოდენობა 113 ათასია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3,1%-ს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე არის 55,7 კაცს. მოსახლეობის 98% ეთნიკურად [[ქართველები|ქართველია]], 1% — [[სომხები|სომეხი]]. ძირითადად ცხოვრობენ [[გურულები]], მოსახლეობის დაახლოებით 10-12% [[აჭარლები|აჭარელია]]. მოსახლეობის 86% მართლმადიდებელია, 11,4% — მუსლიმი. მხარეში შეინიშნება მოსახლეობის ბუნებრივი ასევე მექანიკური ([[მიგრაცია]]) კლება. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი [[ოზურგეთი]]. მხარეში 189 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 2 ქალაქი (ოზურგეთი და ლანჩხუთი), 5 დაბა (ჩოხატაური, ურეკი, ნარუჯა, ლაითური, ქვედა ნასაკირალი) და 182 სოფელი. მხარის [[ურბანიზაცია|ურბანიზაციი]]ს დონე დაბალია. ქალაქებსა და დაბებში ცხოვრობს მოსახლეობის 28%, ხოლო სოფლებში - 72%. მაღალმთიან დასახლებებს მიეკუთვნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი.
 
==ეკონომიკა==
გურიის მეურნეობის ძირითადი დარგები იყო მიწათმოქმედება, [[მევენახეობა]], მეფუტკრეობა და მეაბრეშუმეობა. გურიაში [[სამეგრელო]]ს მსგავსად მაღლარი [[ვაზი]] იყო გავრცელებული. გურიაში მრავალი ჯიშის ვაზი ხარობდა და [[ღვინო]] დიდი რაოდენობით გაჰქონდათ. [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს ცნობით გურიაში „ღვინო კეთილი და შემრგო“ დგებოდა. უცხოელი მოგზაურები გურულ ღვინოს [[ბურგუნდია|ბურგუნდიულ]] ღვინოს ადარებდნენ. განვითარებული იყო ღვინო, თაფლი და აბრეშუმის ნაწარმო ექსპორტის საგანს წარმოადგენდა.
 
გურიაში მესაქონლეობა დაქვემდებარებულ როლს თამაშობდა, თუმცა საკმაო რაოდენობით იყო ცხენი, ხარ-ძროხა, თხა, კამეჩი, შინაური ფრინველი და განსაკუთრებით მრავლად ჰყავდათ [[ღორი]]. იშვიათი იყო ცხვარი კლიმატური თავისებურების გამო.
 
==კულტურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გურია“-დან