ქართული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 50:
 
ქართულ ენას უკავშირებდნენ მკვდარ ენებს (ხურიტული, ხეთური, შუმერული). იყო მცდელობა ქართული ენის ინდოევროპულ და ურალურ-ალთაურ (თურქულ) ენებთან დაკავშირებისა. მიმდევრები ჰყავს ბასკური და ქართული ენების მონათესავეობას. ივანე ჯავახიშვილმა და არნოლდ ჩიქობავამ საფუძველი ჩაუყარეს იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის თეორიას, რომლის მიხედვით ქართული ენა ამ ოჯახის ქართველურ (იბერიულ) ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ XXI საუკუნის ლიტერატურაში ქართულ ენას კავკასიურ ენათა ჯგუფთან აღარ აერთიანებენ. ბევრი მეცნიერისთვის ქართული ცალკე ენაა. ქართულ ენათა ჯგუფში ქართულთან ერთად შეჰყავთ სვანური და ზანური (მეგრულ-ჭანური).
 
სხვადასხვა შეხედულება არსებობს საერთოქართველური ენის შესახებ. ზოგიერთი მოსაზრებით ის უკვე ფუნქციონირებსა ძვ. წ. V-IV ათასწლეულებში, სხვები კი ასეთ დროდ ძვ. წ. II-I ათასწლეულებს ასახელებენ. საკამათოა ქართველური ენიდან ქართული, სვანური და ზანური ენების გამოყოფის საკითხი. ზოგიერთი შეხედულებით სვანურის გამოყოფა ძვ. წ. II ათასწლეულით თარიღდება, ზანურისა კი ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით. არსებობს მოსაზრება სვანური ენის ძვ. წ. X საუკუნეში გამოყოფის შესახებ, ხოლო ზანურის გამოყოფის პერიოდად ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნა მიაჩნიათ. უკანასკნელ დროს გამოითქვა მოსაზრება, რომ საერთოქართველური ენის დაშლა წელთაღრიცხვათა მიჯნაზე მოხდა.
 
===ქართული ენის განვითარების საფეხურები===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართული_ენა“-დან