ალიკანტე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 43:
წინა მუნიციპალურ არჩევნებში, 2011 წლის მაისში, არჩევნები ხმათა უმრავლესობით მოიგო სახალხო პარტიის კანდიდატმა სონია კასტედომ, მაგრამ რამდენიმე კორუფციული სკანდალის შემდეგ, იგი 2014 წლის დეკემბერში მერის თანამდებობიდან გადადგა; გამოძიება დღემდე გრძელდება. ეჩავარის არჩევამდე, მერის მოვალეობას სახალხო პარტიის წევრი მიგელ ვალორი ასრულებდა.
 
მერიის შენობის კიბის პირველი საფეხური წარმოადგენს ნულოვან წერტილს, რომლის მიხედვითაც განსაზღვრავენ სიმაღლეს [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] მთელ ესპანეთში, რადგან ალიკანტეში ხმელთაშუა ზღვის მიქცევა-მოქცევა უმნიშვნელოა.<ref>{{Cite web |url=http://www.alicante-ayto.es/cultura/edificios_singulares/ayuntamiento_alicante.html |title=Ayuntamiento de Alicante, Edificios Singulares |work=alicante-ayto.es |language=Spanish |deadurl=yes |archiveurl=https://web.archive.org/web/20090610190844/http://www.alicante-ayto.es/cultura/edificios_singulares/ayuntamiento_alicante.html |archivedate=10 June 2009 |df=dmy-all }}</ref>
 
==კლიმატი==
ალიკანტე გამოირჩევა რბილი ზამთრითა და ცხელი, ოდნავ წვიმიანი ზაფხულით. იოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით, ალიკანტეს რეგიონის კლიმატი ცხელი ნახევრად-არიდულია. საშუალოდ, იანვარში ტემპერატურა 17 °C — 6,7 °C-ს შორის მერყეობს, აგვისტოში კი 30,8 °C — 21,5 °C-ს შორის. საშუალო წლიური მაჩვენებელი 18,3 °C-ია. ზღვის სტაბილური გავლენის გამო, ტემპერატურის ცვალებადობა დღის მანძილზე ძალიან მცირეა, თუმცა, დასავლეთის უცაბედ ქარს შეუძლია ტემპრერატურა 15 °C-ით შეცვალოს. გარდა ამისა, შედარებით მცირეა ტემპერატურის სეზონური სხვაობაც.
 
== მოსახლეობა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალიკანტე“-დან