მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1934: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
სრულიად არასწორია
ხაზი 32:
 
ინტერესი მეორე მსოფლიო ჩემპიონატისადმი გაცილებით დიდი იყო. განაცხადი ოცდაცამეტმა სახელმწიფომ წარადგინა, მათ შორის უმრავლესობა ევროპული იყო. ამერიკელებს მუნდიალისადმი დიდი ინტერესი არ გამოუმჟღავნებიათ. სამხრეთელებს მხოლოდ ორი ნაკრები წარმოადგენდა – [[ბრაზილია]] და [[არგენტინა]], თუმცა მათ იტალიაში მეორეხარისხოვანი გუნდები გააგზავნეს. ურუგვაელებმა მსოფლიო ტიტულის დაცვაზე იმ მოტივით განაცხადეს, რომ ამით სამაგიეროს უხდიდნენ ევროპელებს პირველ მუნდიალზე გამოუცხადებლობის გამო. თუმცა, ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ მსოფლიო ჩემპიონებს იმ დროისათვის სუსტი ნაკრები ჰყავდათ.
 
მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიომ მაინც იხილა ურუგვაელი და არგენტინელი ვარსკვლავები: მონტი, ორსი, გუიატო და ფერარესი. მართალია, ორი წლის წინ ისინი სამხრეთ ამერიკაში იყვნენ, მაგრამ იტალიამ ისინი ისე გადმოიბირა, რომ არ დარღვეულა პირობა, რომელიც სხვა ეროვნების ნაკრებში შეყვანას კრძალავდა. საფეხბურთო ფედერაციებს სხვადასხვა „ხრიკები“ ჰქონდათ შესწავლილი, რომლის მიხედვითაც უცხოელი სხვა გუნდს გააძლიერებდა. ამიტომ სამხრეთამერიკელთა „გაიტალიელება“ რთულ პრობლემას არ წარმოადგენდა.
 
შესარჩევი მატჩების შემდეგ გამოვლინდა ის 16 ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებდა. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.