თებულოსმთა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
| საიტი =
}}
'''ტებულოს მთა''', '''დაქუეხი''' — მწვერვალი [[საქართველო]]ში, [[კახეთის მხარე]]ში, [[ახმეტის მუნიციპალიტეტი|ახმეტის მუნიციპალიტეტში]]. წარმოადგენს [[აღმოსავლეთი კავკასიონი|აღმოსავლეთ კავკასიონის]] უმაღლეს მწვერვალსწერტილს. მდებარეობს [[თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი|თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე]], მდინარეების [[ანდის ყოისუ|ანდის ყოისუსა]] და [[ხომისწყალი|ხომისწყლის]] სათავეებს შორის. სიმაღლე 4493 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და [[ქვიშაქვა|ქვიშაქვებით]]. მის ფერდობზე ეშვება [[მყინვარი|მყინვარები]] 3 კმ² საერთო ფართობით. ტებულოს მთა წარმოადგენს პირამიდისებურ მწვერვალს, ეგრეთ წოდებულ [[კარლინგი|კარლინგს]]. ტებულოსმთის მძლავრი საკვანძო მასივი, რომლის ტოტებიც სამხრეთისაკენ, ჩრდილო-დასავლეთისაკენ, ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ არიან გაწვდილი, ხეობის ტიპის გამყინვარების განმარტოებულ კერას წარმოადგენს. მისი [[თოვლი]]ს საბურველი ასაზრდოებს საკმაოდ მსხვილ მყინვარებს, რომლებიდანაც გამოედინებიან [[არღუნი (მდინარე)|არღუნის]] მარჯვენა შემდინარე მდინარე ტუღო და [[ანდის ყოისუ]]ს მთავარი მდგენელი მდინარე [[ქვახიდისწყალი]]. ტებულოსმთის მასივი მთავარ ქედთან შეერთებულია ბორბალოსმთის მასივთან, [[აწუნთის ქედი]]ს საშუალებით.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თებულოსმთა“-დან