ხვამლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
| ვიკისაწყობი = Category:Khvamli massif
}}
'''ხვამლი''', იგივე '''ხომლი''' — კირქვული მასივი [[საქართველო]]ში, [[ლეჩხუმი|ლეჩხუმში]], მხარის დასავლეთ ნაწილში, [[ცაგერის მუნიციპალიტეტი|ცაგერისა]] და [[წყალტუბოს მუნიციპალიტეტი|წყალტუბოს მუნიციპალიტეტების]] ტერიტორიაზე. სიმაღლე 2002 მ. ორმაგი [[კუესტა]]ა. აგებულია ცარცული კირქვებით. სამხრეთისკენ აჩენს 300 მ. სიმაღლის ქარაფს, სადაც მდებარეობს ხვამლის ისტორიული ქვაბ-სახიზარი. ორივე კუესტის ჩრდილოეთი დაფერდება დაცხრილულია მრავალი [[კარსტული ძაბრი]]თ. მღვიმეებიდან აღსანიშნავია [[თეკენთერის ჭა|თეკენთერი]] (შესასვლელი [[წიფელი|წიფლის]] ფუღუროდან) და ყინულოვანი მღვიმე [[ბოგის მღვიმე|ბოგა]]. ხვამლი შემოსილია შერეული ტყით.
 
ხვამლის შესახებ [[ჟამთააღმწერელი]] და „ქართლის ცხოვრება”, [[ვახუშტი ბატონიშვილი]] და [[ივანე ჯავახიშვილი]] მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდიან: {{ციტატა|რიონის დასავლეთით, მთის ძირს არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორებით, ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები; „გორდიდან ვიდრე კავკასისამდე არს ხეობა ლეჩხუმისა, არამედ მოიგო სახელი ესე სახელი ესე გარემოსთა მთათაგან, კუერსავით მდებარისა, ხოლო ლეჩხუმი ეწოდა ეწოდა ხომლის მთის გამო ჴესე არს ლეჩხომი.; ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადააარჩინოს.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხვამლი“-დან