ლუარსაბ იაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
განახლდა
ხაზი 1:
{{განახლება}}
{{მმ*|იაშვილი}}
'''ლუარსაბ სეითის ძე იაშვილი''' (დ. [[31 მარტი]], [[1907]], [[თბილისი]] — გ. [[29 ოქტომბერი]], [[1993]]) — [[ქართველები|ქართველი]] მევიოლინე და ალტისტი, პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961), [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პ]]როფესორი (1947-იდან).
==ბიოგრაფია==
[[1931]] წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ვილშუას სავიოლინო კლასი), [[1932]] წლიდან სწავლობდა [[ლენინგრადი]]ს კონსერვატორიის ასპირანტურაში (ალტის კლასი, ხელმძღვანელი პროფ. სოსინი). [[1925]]-[[1928]] წლებში უკრავდა [[ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოება|"ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების"]] ორკესტრში, საოპერო სტუდიისა და [[რუსთაველის თეატრი]]ს ორკესტრში. [[1928]]-[[1945]] წლებში იყო საქართველოს პირველი სახელმწიფო კვარტეტის შემადგენლობაში (ალტი). როგორც სოლისტი და კონცერმაისტერი სისტემატურად გამოდიოდა საქართველოს ფილარმონიისა და რადიოს ორკესტრში. [[1935]] წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის კონსერვატორიაში და ცენტრალურ სამუსიკო ათწლედში. 1935 წელს კონსერვატორიაში დააარსა სპეციალობა ალტის კლასი. მისი მოწაფეები არიან: ი. ლეუსი, ს. აინშტაინი, პ. შავერდიანი, გ. მელიქიშვილი, თავისი ქალიშვილები - [[მარინე იაშვილი|მარინე]], ირინე და ნანა იაშვილები; ალტისტი ა. ბეჰალიშვილი და სხვა. [[1967]]-[[1974]] წლებში იაშვილი მივლინებული იყო [[ეგვიპტე]]ში ქ. [[კაირო]]ს კონსერვატორიაში პედაგოგად. დაჯილდოებულია [[საპატიო ნიშანი|"საპატიო ნიშნის"]] ორდენით.