შალვა ამირანაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
[[1917]] წელს ფოთის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა ახლად გახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, [[ივანე ჯავახიშვილი]]ს, [[ექვთიმე თაყაიშვილი]]სა და [[გიორგი ჩუბინაშვილი]]ს ხელმძღვანელობით შეუდგა ხელოვნებათმცოდნეობის შესწავლას, განსაკუთრებით დაინტერესდა კედლის მხატვრობით, რომელიც შემდეგ აისახა მის შემაჯამებელ ნაშრომში „ქართული კედლის მხატვრობის ისტორია“. გარდა ამისა მეცნიერმა საყურადღებო გამოკვლევები მიუძღვნა ქართული ოქრომჭედლობის, დასურათებული ხელნაწერების, ტიხრული მინანქრების საკითხებს. მისი მრავალმხრივი და დაუცხრომელი მეცნიერული კვლევის შედეგია ჭეშმარიტად კაპიტალური ნაშრომი „ქართული ხელოვნების ისტორია“. მონოგრაფიაში პირველად არის გადმოცემული ქართული კულტურის განვითარების მთლიანი სურათი უძველესი დროიდან მეოცე საუკუნემდე.
 
[[1922]] წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი (თსუ-ის პირველი გამოშვება). [[1923]]-[[1925]] წლებში მუშაობდა [[მოსკოვი|მოსკოვსა]] და [[ლენინგრადი|ლენინგრადში]]. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-სა და სამხატვრო აკადემიაში. თსუ-ს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე ([[1925]]-იდან), [[1939]]-[[1975]] წლებში საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი იყო.
 
ამირანაშვილი ქართული ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი იყო საქართველოში. იგი ითვლება აკადემიკოს [[გიორგი ჩუბინაშვილი]]ს ერთ-ერთ უახლოეს მოწაფედ. მისი განმაზოგადებელი ნაშრომები ხელოვნების აქტუალურ საკითხებს ეხება. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ძეგლთა დაცვისა და შეგროვების საქმეში. [[2001]] წელს მისი პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები [[ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი|ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს]] გადაეცა.<ref>[http://www.manuscript.ge/index.php?m=179 შალვა ამირანაშვილის კაბინეტი]. /ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საიტი.</ref> დაჯილდოვდა [[ლენინის ორდენი|ლენინის ორდენით]], სამი სხვა ორდენითა და მედლებით.
ხაზი 15:
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|1|396|უზნაძე ი.}}
* ''უზნაძე ი.,'' ქსე, ტ. 1, გვ. 396, თბ., 1975
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
 
ხაზი 22:
[[კატეგორია:ქართველი ხელოვნებათმცოდნეები]]
[[კატეგორია:ლენინის ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 26 მარტი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1899]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 9 თებერვალი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1975]]
[[კატეგორია:ონის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]