ალექსანდრე გლაზუნოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ალექსანდრე გლაზუნოვი''' ({{lang-ru|Алекса́ндр Константи́нович Глазуно́в}}; დ. [[10 აგვისტო]], [[1865]] — გ. [[21 მარტი]], [[1936]]) — [[რუსეთი|რუსი]] [[კომპოზიტორი]], [[დირიჟორი]], პედაგოგი, მუსიკის საზოგადო მოღვაწე, რესპუბლიკის სახალხო არტისტი ([[1922]]).
 
მუსიკაში მეცადინეობდა [[ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი|ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვთან]]. დაუახლოვდა „[[მძლავრი ჯგუფი]]ს“ კომპოზიტორთა გარეთიანებასგაერთიანებას. 16 წლისამ დაწერა პირველი [[სიმფონია]]. გლაზუნოვი ასევე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას [[სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორია]]ში. 1888-იდან იწყებს სადირიჟორო მოღვაწეობას, ხოლო [[1928]] წელს საცხოვრებლად გადავიდა საზღვარგარეთ.
 
ითვლება რუსული კლასიკური მუსიკის ტრადიციების გამგრძელებელად. გლაზუნოვის შემოქმედებაში აღსანიშნავია: 8 სიმფონია (IX დაუმთავრებელი), [[უვერტიურა|უვერტიურები]], სიმფონიური პოემები, სიმფონიური სურათები, სიუიტები, სამი ბალეტი, (მ. შ. ცნობილი „რაიმონდა“ [[1898]]). გლაზუნოვს შექმნილი აქვს კონცერტები, ცნობილი კონცერტი ვიოლინოსათვის ([[1904]]), აგრეთვე კონცერტები ჩელოს, ხმისა და საქსოფონისათვის; კამერულ-ინსტრუმენტული (7 სიმებიანი კვარტეტი) და საგუნდო ნაწარმოებები, 20-ზე მეტი რომანსი და სხვ. რიმსკი-კორსაკოევთან ერთად დაამთავრა [[ალექსანდრე ბოროდინი]]ს ოპერა „თავადი იგორი“, მეხსიერებით აღადგინა ამ ოპერის უვერტიურა და ბოროდინის მე-5 სიმფონიის ორი ნაწილი.