ტრაიანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 59:
რაც შეეხება ანტიკური პერიოდის წერილობით წყაროებს, ტრაიანეს ზეობაზე დაწერილი ჩვენამდე მოღწეული უწყვეტი ნაშრომი არ არსებობს. ტრაიანეს მიერ წარმოებულ დაკიურ ომებზე დაწერილი თხზულება ''Commentarii de bellis Dacicis'', რომლის ავტორადაც თავად იმპერატორს ანდა დაქირავებულ მწერალს მიიჩნევენ და რომელიც [[იულიუს კეისარი|კეისრის]] [[ჩანაწერები გალიის ომზე|''Commentarii de Bello Gallico'']]-ის მიხედვითაა შექმნილი, ერთი წინადადების გარდა, მთლიანად დაკარგულია. მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი ტრაიანეს პირადი ექიმის, ტიტოს სტატილიოს კრიტონის თხზულებიდან ''გეთიკა''. მსგავსი ბედი აქვს გაზიარებული [[არიანე]]ს მიერ დაწერილ ''პართიკას'', 17 თავიან თხზულებას რომან-პართიულ ომებზე.{{sfn|Strobel|2010|p=14}} [[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსის]] ''რომის ისტორიის'' 68-ე წიგნი, რომელიც ძირითადად [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიური]] შემოკლებებისა და ეპიტომების სახითაა შემორჩენილი, ტრაიანეს მმართველობის პოლიტიკური ისტორიის მთავარ წყაროს წარმოადგენს.{{sfn|Strobel|2010|p=15}} ხსნებულის გარდა, პლინიუს უმცროსის ''პანეგრიკუსი'' და დიონ ქრიზოსტომელის საჯარო სიტყვები იმპერატორის თანამედროვე საუკეთესოდ შემორჩენილი წყაროებია. ორივე მათგანი გვიანრომაული პერიოდისათვის დამახასიათებელ ფარისევლურ დასკვნით სიტყვას წარმოადგენს, რომლებიც იდეალიზებულ მონარქს აღწერდნენ და იმდენადვე განადიდებდნენ ტრაიანეს მმართველობას, რამდენადაც სავსენი იყვნენ იდეოლოგიით რეალური ფაქტების ნაცვლად.{{sfn|Bennett|2001|pages=xii/xiii & 63}} პლინიუსის წერილების მე-10 თავი შეიცავს მის მიმოწერას ტრაიანესთან, რაც საიმპერიო რომაული მმართველობის სხვადასხვა ასპექტს ეხება, მაგრამ ეს მიმოწერა არც პირადი ხასიათისაა და არც გულწრფელი. იგი ოფიციალური წერილების გაცვლაა, რომელშიც პლინიუსის პოზიცია მლიქვნელობას არ სცდება.<ref>Finley Hooper, ''Roman Realities''. Wayne State University Press, 1979, {{ISBN|0-8143-1594-1}}, page 427</ref> დაზუსტებულია, რომ წერილების ტექსტის უმეტესი ნაწილი, რომელიც ამ კოლექციაში ტრაიანეს ხელმოწერით ჩნდება, დაწერილი და/ან შესწორებული იყო ტრაიანეს საიმპერატორო მდივნის, ''ab epistulis''-ის მიერ.<ref>Carlos F. Noreña, "The Social Economy of Pliny's Correspondence with Trajan". ''American Journal of Philology'', 128 (2007) 239–277, page 251</ref> ამდენად, ტრაიანესა და მის მმართველობაზე მსჯელობისას თანამედროვე ისტორიოგრაფია გვერდს ვერ უვლის სპეკულაციებს და იძულებულია მიმართოს არაწერილობით წყაროებს, როგორებიცაა არქეოლოგია და ეპიგრაფიკა.{{sfn|Bennett|2001|p=xiii}}
 
== იმპერატორი ==
== ბიოგრაფია ==
[[File:Büste des Kaisers Trajan.JPG|thumb|ტრაიანეს ბიუსტი. 108 წ. ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმი, ავსტრია.]]
[[96]] წელს, [[ნერვა|ნერვას]] სიკვდილის შემდეგ, იმპერატორი გახდა მისი შვილობილი ტრაიანე. იგი წარმოშობით [[ესპანეთი|ესპანეთიდან]] იყო. აღსანიშნავია, რომ ტრაიანე იყო პირველი [[პროვინციელი]], რომელიც რომის იმპერატორი გახდა. ეს გვიჩვენებს თუ რა მდგომარეობა ეკავათ იმპერიაში იმ დროის რომანიზებულ დასავლეთ პროვინციებს. იგი ენერგიული ადმინისტრატორი და კარგი მხედართმთავარი იყო. ცდილობდა სენატთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა, რომელიც უკვე აღარ იყო ძველი ლათინური არისტოკრატიით დაკომპლექტებული, არამედ მასში პროვინციელი [[არისტოკრატი|არისტოკრატები]] ჭარბობდნენ.
რომში შესვლისას ტრაიანემ პლებსს ფული უწყალობა, ტრადიციული საჩუქარი ჯარისადმი კი გაანახევრა.{{sfn|Alston|2014|p=200 & 206}} რომში კვლავაც იდგა სენატსა და იმპერატორს შორის დაძაბული ურთიერთობის პრობლემა, განსაკუთრებით კი სავარაუდო სისხლისღვრების შემდეგ, რაც წითელ ხაზად გასდევდა დომიციანეს მმართველობას და მის ურთიერთობას კურიასთან. ძალაუფლების აღებისადმი თვალთმაქცური უხალისობით ტრაიანემ შეძლო სენატში კონსესუსის მიღწევა მის ირგვლივ.{{sfn|Rees|2012|p=198}} მისი დაგვიანებული ცერემონიული შესვლა რომში 99 წელს შედარებით მოკრძალებული იყო, რაზეც დეტალურად საუბრობს პლინიუს უმცროსი.<ref>Peter V. Jones, Keith C. Sidwell, eds., ''The World of Rome: An Introduction to Roman Culture''. Cambridge University Press, 1997, {{ISBN|0-521-38421-4}}, page 254 and 231</ref>
[[ფაილი:Roemischeprovinzentrajan.png|მინიატიურა|მარცხნივ|[[რომის იმპერია]] ტრაიანეს მმართველობის დასასრულისას.]]
მისი იმპერატორობის დროს სენატს მეტი უფლებამოსილება მიენიჭა. იგი ასევე ცდილობდა აღედგინა რომაული არმიის ავტორიტეტი. [[101]] წელს მან [[დაკია|დაკიასთან]] ომი დაიწყო. დაკიელები მხოლოდ ორწლიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად დანებდნენ. ომი [[105]] წელს განახლდა დაკიის რომაულ გარნიზონებზე თავდასხმით, რასაც რომაელებმა [[106]] წელს [[დაკია]]ში შეჭრით და მომდევნო წელს მისი პროვინციად ქცევით უპასუხეს. ამ გამარჯვების ღსანიშნავად ტრაიანემ ახალი [[ფორუმი (რომი)|ფორუმი]] ააშენა და მის ცენტრში 40 მეტრის სიმაღლის [[ტრაიანეს სვეტი|სვეტი]] აღმართა.
 
დომიციანეს მიერ მხედართა წრის ოფიცრებისადმი გამოჩენილი სიმპათიების მიმართ ტრაიანეს საჯარო მხარდაჭერა არ გამოუცხადებია,{{sfn|Jones|2002|p=178}} რითაც ისეთი სურათი იქმნებოდა, რომ იგი ემორჩილებოდა პლინიუსის მიერ შემუშავებულ იდეას, რომ იმპერატორი ლეგიტიმაციას მოიპოვებდა ტრადიციული იერარქიებისა და სენატორული მორალისადმი ერთგულებით.<ref>Anastasia Serghidou, ''Fear of slaves, fear of enslavement in the ancient Mediterranean''. Presses Univ. Franche-Comté, 2007, {{ISBN|978-2-84867-169-7}}, page 314</ref> ამდენად, იმპერატორს საშუალება ეძლეოდა ხაზი გაესვა თავისი მმართველობის ვითომ რესპუბლიკური ბუნებისათვის.<ref>Sam Wilkinson, ''Republicanism during the Early Roman Empire''. New York: Continuum, 2012, {{ISBN|978-1-4411-2052-6}}, page 131</ref> 100 წლის 1 იანვარს, მესამე ვადით კონსულობის ინაუგურაციაზე წარმოთქმულ სიტყვაში ტრაიანემ სენატს მოუწოდა მასთან ერთად ეზრუნა იმპერიაზე. ეს მოვლენა მოგვიანებით მოჭრილ მონეტაზეც აისახა.{{sfn|Rees|2012|p=121}}{{sfn|Veyne|2005|p=402}} თუმცა, რეალურად, იმპერატორს რაიმე მნიშვნელოვანი სახით სენატისათვის ძალაუფლება არ გაუნაწილებია, რასაც პლინიუსი გულწრფელად აღიარებს: „ყველაფერი ერთი კაცის ახირებებზე იყო დამოკიდებული, რომელსაც საყოველთაო კეთილდღეობისათვის, საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული ყველანაირი ფუნქცია და საქმე“.<ref>''Letters'' III, 20, 12,</ref>{{sfn|Veyne|2005|p=38, footnote}} მისი ზეობისათვის დამახასიათებელი თავისებურებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნლოვანი იყო სენატის ავტორიტეტი სფეროს ხელყოფა, რისი მაგალითიც იყო მისი გადაწყვეტილება აქაიისა და ბითინიის მანამდე სენატორული პროვინციები საიმპერატორო პროვინციებად ექცია, რათა თავად გაეკონტროლებინა საჯარო სამუშაოებისათვის ადგილობრივი მაგნატების მიერ გაწეული ზღვარგადასული ხარჯები<ref>Kathleen Kuiper, ed., ''Ancient Rome: From Romulus and Remus to the Visigoth Invasion''. New York: Rosen Publishing Group, 2010, {{ISBN|978-1-61530-207-9}}, page 128</ref> და გამოესწორებინა სენატის მიერ დანიშნული არაერთი პროკონსულის მიერ განხორციელებული არასწორი მმართველობითი ღონისძიებები.<ref>M.S. Gsell, "Étude sur le rôle politique du Sénat Romain à l'époque de Trajan", ''Mélanges d'archéologie et d'histoire'', 1887, V.7.7, available at [http://www.persee.fr/web/revues/home/prescript/article/mefr_0223-4874_1887_num_7_1_6514]. Accessed January 20, 2015</ref>
[[109]] წელს იმპერატორმა [[პართია|პართიასთან]] ომისათვის მზადება დაიწყო. იმავე წელს რომაელები კავკასიაში შეიჭრნენ და [[კოლხეთი|კოლხები]] და [[იბერია|იბერიელები]] აიძულეს მათი ბატონობა ეღიარებინათ. [[111]] წელს რომაელებმა [[სინის ნახევარკუნძული]] და [[არაბეთი|არაბეთის]] ჩრდილო დასავლეთი ნაწილი დაიპყრეს. [[114]] წელს ტრაიანე სომხეთში შეიჭრა და იგი რომის პროვინციად აქცია. მომდევნო წელს რომაელებმა მესოპოტამიის დიდი ნაწილი დაიკავეს. [[116]] წელს რომაელებმა აიღეს პართიის დედაქალაქი [[ქტეზიფონი]]. [[ასურეთი]], [[მესოპოტამია]] და [[ბაბილონეთი]] რომის პროვინციებად იქცა. ამით ტრაიანემ ომის დასრულება გამოაცხადა, მაგრამ 116 წლის ბოლოს აჯანყება დაიწყო არა მხოლოდ დაპყრობილ შუამდინარეთში, არამედ ეგვიპტეში, კირენაკიასა და კვიპროსზე. ამ აჯანყების ჩასახშობად ტრაიანეს მოუწია აღმოსავლური არმიის ნაწილის გაგზავნა, რითიც ისარგებლეს პართიელებმა და დარჩენილი ლეგიონები გაანადგურეს.
 
პლინიუსის მიერ შემუშავებულ ფორმულაში ტრაიანე იყო „კარგი“ იმპერატორი, რომელიც თავადაც იმას მოიწონებდა ან გაკიცხავდა, რასაც სენატი.{{sfn|Veyne|2005|p=37}} თუ რეალურად ტრაიანე მართლაც იყო ავტოკრატი, მისმა განსხვავებულმა მოპყრობამ თანასწორთა მიმართ მას მაინც მოუპოვა სათნო მონარქის რეპუტაცია.<ref>Ryan K. Balot, ed., ''A Companion to Greek and Roman Political Thought''.John Wiley & Sons, 2012,</ref> მთელი აზრი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ტრაიანეს ავტოკრატული ძალაუფლება ზომიერად, თავდაჭერილად ეპყრა და არა ქედმაღლურად.<ref>Roger Rees, ed., ''Latin Panegyric'', Oxford University Press, 2012, {{ISBN|978-0-19-957671-5}}, page 137</ref> მოკლედ რომ ვთქვათ, იმპერიული ხანის უმეტესი რომაელი პოლიტიკური მწერლის მიერ ავტოკრატიისათვის შემუშავებული ეთიკის მიხედვით, ტრაიანე კარგი მმართველი იყო, რამდენადაც ნაკლებად იყენებდა შიშს სამართავად და უფრო მეტად მაგალითის მიმცემი იყო, პლინიუსის მიხედვით ხომ „კაცნი მაგალითებით უკეთ სწავლობენ“.<ref>Carlos F. Noreña, "The Ethics of Autocracy in the Roman World". IN Ryan K. Balot, ed., ''A Companion to Greek and Roman Political Thought''. Malden, MA: Blackwell, 2009, {{ISBN|978-1-4051-5143-6}}, page 277</ref>
[[117]] წლის ზაფხულში რომაელებს მოუწიათ სამხრეთ შუამდინარეთის დატოვება, ხოლო მოგვიანებით მესოპოტამიის დიდი ნაწილისაც. რომის არმია ძალიან დასუსტდა. ტრაიანეს სურდა არმიის ბრძოლისუნარიანობის აღდგენა და ომის გაგრძელება. იგი გაემგზავრა რომში, მაგრამ გზაში ავად გახდა და გარდაიცვალა.
 
საბოლოოდ, ტრაიანე იმდენად პოპულარული გახდა მის თანასწორებში, რომ სენატმა მას საპატიო ტიტული ''ოპტიმუსი'' უბოძა, რაც „საუკეთესოს“ ნიშნავს.<ref>Bernard W. Henderson, "Five Roman Emperors" (1927).</ref><ref>F. A. Lepper, "Trajan's Parthian War" (1948).</ref> აღნიშნული ტიტული 105 წლიდან ჩნდება მონეტებზე.<ref>Edward Togo Salmon,''A History of the Roman World from 30 B.C. to A.D. 138''. London: Routledge, 2004, {{ISBN|0-415-04504-5}}, page 274</ref> ეს ტიტული ძირითადად ტრაიანეს კეთილსმყოფელ როლთან იყო დაკავშირებული ისეთ საკითხებში, როგორიც იყო, მაგალითად, კონფისკირებული ქონების უკან დაბრუნება.<ref>Elizabeth Forbis, ''Municipal Virtues in the Roman Empire: The Evidence of Italian Honorary Inscriptions''. Stuttgart: Teubner, 1996, {{ISBN|3-519-07628-4}}, pages 23/24</ref>
რომაელების მეხსიერებაში ტრაიანე დარჩა როგორც საუკეთესო პრინცეპსტი, ალბათ უფრო იმიტომ რომ მმართველობის პერიოდის უმეტესობა ლაშქრობებში გაატარა, ხოლო სახელმწიფოს მართვა სენატს ანდო.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაიანე“-დან