კიევის რუსეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.169.49.62-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 29:
ასევე იყო ნაშენი ქალაქის სიმაგრეები კიევში, კიევ-პეჩერის მონასტერი, ძველი ლადოგა (ყველა XI საუკუნის დასასრული — XII საუკუნის დასაწყისი), აგრეთვე სამნავიანი (მაცხოვარ-ფერისცვალების ეკლესია ჩერნიგოვში, 1036) და ხუთნავიანი (სოფიოს ტაძარი კიევში, [[1037]]) თაძრები. ბიზანტიური საკულტო ნაგებობის ტიპი — ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი ძველმა რუსმა ოსტატებმა თავისებურად გაიაზრეს და შექმნეს ადგილობრივი ხასიათის ორიგინალური ხუროთმოძღვრული სტილი, რომელიც დიდხანს განაპირობებდა რუსულ საეკლესიო მშენებლობის ფორმებს (მრავალგუმბათიანობა, კამარების მრავალსაფეხუროვანი განლაგება და მათ შესაბამისად ფასადზე დაყოლებული ნახევარწრეების — ზაკომარების რიგები, სტოა-გალერეა, რომელიც 3 მხრიდან ეკვროდა ტაძარს და სხვა). კიევის სოფიოს ეკლესიაში (XI საუკუნის შუა წლები) შემორჩენილია ძირითადად ბიზანტიელ ოსტატთა მიერ შესრულებული ფრესკები და მოზაიკა. ამ ეპოქის მინიატურა („ოსტრომირის სახარება“, [[1056]]-[[1057]], მ. სალტიკოვ-შჩერდინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა, სანქტ-ოეტერბურგი) გამოირჩევა ფერადოვნებითა და შესრულების სიფაქიზით. [[XI საუკუნე]]ში ვითარდება ხატწერა. XI საუკუნის II ნახევარში დაიწყო სამონასტრო მშენებლობა, ჩამოყალიბდა სამონასტრო ეკლესიის ახალი ტიპი — სამნავიანი, ექვსსვეტიანი სადა ნაგებობა, რომელიც ხშირად გარშემოსავლელის გარეშე იყო. აგებენ ერთგუმბათიან ტაძრებსაც (კიევ-პეჩერის მონასტრის მიძინების ტაძარი, [[1073]]-[[1078]], დაინგრა [[1941]]). XII საუკუნის დასაწყისში ნოვგოროდის ტაძრები სამ- ან ხუთგუმბათიანია. ამ ხანების რუსული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია იურის მონასტრის ტაძარი (ხუროთმოძღვარი პეტრე). [[XII საუკუნე]]ში მნიშვნელოვნად შეიცვალა ფერწერის სტილიც. ბიზანტიელ და ძველ რუს მხატვართა ფრესკებსა და მოზაიკაში გაჩნდა უფრო თავისუფალი კომპოზიცია, ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებაში გამოჩნდა ინდივიდუალური ხასიათი. ამავე დროს ფრესკულ ფერწერაზე გადასვლასთან დაკავშირებით გაიზარდა ადგილობრივ ოსტატთა როლი (სოფიოს ტაძრის სანათლავისა და კირილეს მონასტრის ტაძრის მოხატულობა — ორივე კიევში, XII საუკუნე).
 
ფეოდალური დაქუცმაცულობის პერიოდში კიევის რუსეთის კულტურის შემდგომმა განვითარებამ ძველ რუსეთის სამთავროებში გადაინაცვლა. იქმნებოდა ადგილობრივი ხუროთმოძღვრული კერები (ვლადიმირ-სუზდალის, ნოვგოროდისა და სხვა). კიევის რუსეთის ხელოვნური მიღწევები შემდეგში საფუძვლად დაედო რუს, უკრაინელ და ბელარუს ხალხების ხელოვნებას. მრავალფეროვანი იყო მუსიკალური კულტურა (სამხედრო-საცერემონიო, ინსტრუმენტული, სასიმღერო და ა. შ.). არ გინდა არა ჯეტია 5? კაი ბატონო! ნახავ აწე თუ გათამაშო! ისე მართლა... რა ტელეფონი გაქვს
 
== საქართველოს ურთიერთობა კიევის რუსეთთან ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კიევის_რუსეთი“-დან