თეიმურაზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რუსეთთან ურთიერთობა: clean up, replaced: დახმარება აღმოუჩინა → დაეხმარა using AWB
No edit summary
ხაზი 139:
თეიმურაზ I-მა თავი ირანის შაჰის ვასალად აღიარა, მაგრამ განაგრძობდა ბრძოლას სრული დამოუკიდებლობისათვის.
 
[[1632]] წელს თეიმურაზმა და მასთან ძმადშეფიცულმა დაუდ-ხან უნდილაძემ განჯა ყარაბაღის მხარე დაარბიეს და არეზსაქეთა ტერიტორია ააოხრეს. თეიმურაზის მხრიდან ეს შაჰის ვასალობის საწინააღმდეგო ნაბიჯი იყო. დაუდ-ხან უნდილაძე შაჰ-სეფის მოწინააღმდეგეთა ჯგუფს ეკუთვნოდა, იგი ირანის სამეფო კარზე გამაჰმადიანებულ ქართველთა იმ დაჯგუფებას მეტაურობდა, რომელიც როსტომ-ხანის მოწინააღმდეგე იყო. ქართველების ის დაჯგუფება, რომელსაც უნდილაძეები მეთაურობდნენ შაჰ-აბასის ღვიძლი შვილის გამეფებას აპირებდა, რომელიც იმამყული-ხანს შეეძინა თავისი ერთ-ერთი ცოლისაგან და მასთან იზრდებოდა. როსტომ-ხანმა შაჰ-სეფის საწინააღმდეგო აჯანყება ჩააქრო და მისი გახელმწიფება მოახერხა. ამით დიდი გავლენა მოიპოვა შაჰის კარზე, საიდანაც დაუდ-ხანი გაძევებულ იქნა. 1630 წლიდან დაუდ ხანი განჯაშია და 1632 წლის გაზაფხულზე თეიმურაზთან ერტად შაჰ-სეფის წინააღმდეგ ილაშქრებს. ყარაბღის მხარის დალაშქვრაში თეიმურაზთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ლევან დადიანმა ოდიშის ლაშქრით, ალექსანდრე ბატონიშვილმა იმერეთის ლაშქრიტ და თავად-აზნაურებმა მესხეთიდან. ივ. ჯავახიშვილის აზრით ეს ლაშქრობა მეტად „გაბედული და წინდაუხედავი ნაბიჯი იყო“<ref>ივ. ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, V, 1973, გვ. 22</ref>. ვ. გაბაშვილით, თეიმურაზ I-ის ეს აჯანყება ირანის ბატონობისაგან მთლიანად განთავისუფლებას ისახავდა მიზნად<ref>ვ. გაბაშვილი, ქართული ფეოდალური წყობილება XV-XVIII საუკუნეებში, თბ., 1958, გვ. 364</ref>. ნოდარ ნაკაშიძე ფიქრობს, რომ თეიმურაზის მხრიდან ეს იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის განმამტკიცებელი ნაბიჯი და ირანის ინტერვენცია ამისი ლოგიკური შედეგი კი არ იყო, არამედ როსტომის დიპლომატიური ინტრიგებისა. თ. ნატროშვილი გვამცნობს, რომ არქანჯელო ლამბერტის ცნობებს იმის შესახებ, რომ შირაზის ხანის უფროსი ვაჟი შაჰ-აბასის ღვიძლი შვილი ყოფილა. თეიმურაზმა და დაუდ-ხანმა როგორც ჩანს, იმამყული-ხანთან შეთანხმებით შაჰ-სეფის წინააღმდეგ აჯანყება ჩაიფიქრეს და შაჰ-აბასის ნამდვილი მემკვიდრის ტახტზე დასმა გადაწყვიტეს, რომელიც შირაზის ხანის გაზრდილი იყო. მათ შირვანისა და ერევნის ამირებს მისწერეს, რომ სულ მალე ტახტის ნამდვილი მემკვიდრის დროშას აღმართავდნენ. მაგრამ არც შაჰ-სეფის ეძინა. ეს წერილები ხელთ ჩაუვარდა და შჳრაზის ხანი იხმო. როცა თეიმურაზი და დაუდ-ხანი განჯა-ყარაბაღში შეიჭრებოდნენ, შირაზის ხანს სამხრეთიდან უნდა შეეტია. იმამყული-ხანს პორტუგალიელთა დახმარების იმედი ჰქონდა, რომელტაცრომელთაც წართმეული ორმუზის დაბრუნებას შეჰპირდა. მაგრამ, რადგან პორტუგალიელთაგან დახმარება ვერ მიიღო, შირაზის ხანი აჯანყდა, მორჩილების გზას დაადგა და შურისძიების მსხვერპლი გახდა<ref>თ. ნატროშვილი, „მაშრიყიდან მაღრიბამდე“, თბ., 1974, გვ. 157-160</ref>. შირაზის ხანი არ აჯანყდა, თეიმურაზმა უკუაგდო განძასარის კათალიკოსის მიერ შეთავაზებული ირანში შეჭრისა და გაბატონების გეგმა და დაუდ-ხანთან ერთად გორში მოვიდა.
 
განრისხებულმა შაჰ-სეფიმ თეიმურაზისაგან დაუდ-ხანი მოითხოვა. არჩილის მოწმობით, თეიმურაზს დაუდ-ხანთან ხმალზე დადებული ფიცი ჰქონდა და გატეხა არ ინდომა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეიმურაზ_I“-დან