ქობულეთის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 21:
ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 10 მ., ფართობი — 711,8 კვ.კმ. საშუალო წლიური ტემპერატურა 13–15 c. ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 2500–3000 მმ, კლიმატი — სუბტროპიკული.
 
მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და [[აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა|აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის]] ჩრდილოეთ ნაწილში. ის მოქცეულია [[შავი ზღვა|შავ ზღვას]], მდინარე [[ჩოლოქი|ჩოლოქსა]] და [[მესხეთის ქედი|მესხეთის ქედს]] შორის. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება [[ოზურგეთის მუნიციპალიტეტი]] (საზღვრის სიგრძე 55 კმ.), სამხრეთ–დასავლეთით – [[ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი]] (საზღვრის სიგრძე 24 კმ.), სამხრეთით – [[ქედის მუნიციპალიტეტი]] (საზღვრის სიგრძე 33 კმ.), სამხრეთ–აღმოსავლეთით – [[შუახევის მუნიციპალიტეტი]] (საზღვრის სიგრძე 21 კმ.). ზღვისპირა ზოლის სიგრძეა 24 კმ. მუნიციპალიტეტს უჭირავს 711,8 კმ2 ფართობი. მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო და საცხოვრებელი დანიშნულებით გამოიყენება 21 170 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რაც შეადგენს მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 29,4%–ს. მუნიციპალიტეტში დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 30252 ჰექტარს, მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 42%–ს. დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება: [[კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი]], [[თიკერის აღკვეთილი]] თავისი [[ფლორა|ფლორითა]] და [[ფაუნა|ფაუნით]]. იშვიათი მცენარეებითაა სავსე [[ისპანის ჭაობი]]. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტყის რესურსების საკმაო რაოდენობისაა და ტყიანობის კოეფიციენტი 65%-ს აღემატება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტყის შემქმნელი მერქნიანი სახებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია [[წიფელი]], [[წაბლი]] და [[მურყანი]].
 
===რელიეფი===