იოანე საბანისძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
91.151.136.84-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა David1010-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 3:
'''იოანე საბანისძე''' — VIII საუკუნის [[ქართველი]] [[მწერალი]], [[ჰაგიოგრაფია|ჰაგიოგრაფი]], ავტორი „აბო თბილელის წამებისა“, რომელშიც აღწერილია არაბი ჭაბუკის, აბოს მარტვილობა, [[ქრისტიანობა|ქრისტიანობისათვის]] მისი თავდადება.
 
[[აბო თბილელი|აბო]] არაბეთიდან [[ქართლი|ქართლში]] გამოჰყვა [[ნერსე II|ნერსე]] [[ერისთავი|ერისთავს]], აქ იგი გაეცნო ქრისტიანულ სარწმუნოებას, უარყო მაჰმადიანოდა და მიიღო ქრისტიანობა. [[არაბები|არაბებმა]] რამდენიმეჯერ დააპატიმრეს, მოსთხოვეს რჯულის უარყოფა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის წამებით მოკლეს [[786]] წელს. აბოსსაბოს წამებას დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი ჰქონდა. [[საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია|ქართულმა ეკლესიამ]] [[წმინდანი|წმინდანად]] შერაცხა იგი. ქართლის [[კათოლიკოსი|კათალიკოსმა]] [[სამოელი|სამოელმა]] ([[780]]-[[790]]) საგანგებო წერილით მიმართა იოანე საბანისძეს, აბოსთან დაახლოებულ პირს, და მისი წამების აღწერა სთხოვა. იოანე საბანისძემ ქართული [[ჰაგიოგრაფია|ჰაგიოგრაფიული მწერლობის]] ბრწყინვალე ძეგლი შექმნა ([[786]]-[[790]]), თხზულების წაუმძღვარა სამოელ კათალიკოსის ეპისტოლე და თავისი პასუხი. კათალიკოსის მოკრძალებული ტონი გვაფიქრებინებს, რომ იოანე საბანისძე საერო პირი უნდა ყოფილიყო. იგი დიდად განათლებული პიროვნება, სასულიერო მწერლობის კარგი მცოდნე და გაწაფული მწერალი ყოფილა. სავარაუდოა, იოანე საბანისძეს ეკუთვნოდეს აგრეთვე ძველი საგალობელი აბო თბილელის შესახებ, შემონახული ჭილეტრატის იადგარში (IX-X სს., ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-2123).
 
„აბო თბილელის წამება“ ძველი ქართული პროზის შესანიშნავი ძეგლია. იგი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით არის დაწერილი და 4 თავისაგან შედგება. I თავი დამრიგებლობითი ხასიათისაა, საუბარია აბოს მარტვილობის მნიშვნელობაზე, II და III თავებში აღწერილია აბოს ქართლში მოსვლა, მისი მოღვაწეობა და მოწამეობრივი აღსასრული. IV თავი ჰიმნოგრაფიულ ხასიათს ატარებს და შეიცავს აბო თბილელის ქებას. თხზულების ეს ნაწილი ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიის უძველესი ნიმუშია. აბოს მარტვილობის აღწერით იოანე საბანისძემ მიზნად დაისახა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება. ქართველთა ეროვნული გადაგვარების მიზნით არაბები ქართველებში მაჰმადიანობას ავრცელებდნენ. ასეთ ვითარებაში არაბი აბო თბილელის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა დიდმნიშვნელოვანი ფაქტი იყო.
 
იოანე საბანისძეს ეროვნული თვითმყოფის შენარჩუნების ძირითად საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების ერთგული დაცვა მიაჩნია. აბოს წამების ფაქტი მან გამოიყენა მაჰმადიანობასთან შედარებით ქრისტიანობის უპირატესობის დასადასტურებლად და ეროვნულ-სარწმუნოებრივი სიამაყის გრძნობიაგრძნობის გასაღვივებლად. მის თხზულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არაბთა ბატონობით შევიწროებული და ეროვნული გადაგვარების საფრთხის წინაშე მდგომი ქართველობისათვის. იოანე საბანისძეთვისსაბანისძესთვის დამახასიათებელია მკაცრად გააზრებული კომპოზიცია, თხრობის ლაღი და ხატოვანი მანერა, ღრმა დრამატიზმი. თხზულება შესანიშნავი ისტორიული წყაროა VIII საუკუნის ქართლის პოლიტიკური-ეკონომიკური ცხოვრების, ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეალების, საზოგადოებრივი ყოფის შესასწავლად. ჩვენამდე მოღწეულია X საუკუნის ხელნაწერითხელნაწერის სახით. პირველად გამოსცა [[საბინინი, მიხეილი|მ. საბინინმა]] ([[1882]]), მეორედ — [[კეკელიძე, კორნელი|კ. კეკელიძემ]] ([[1935]]), რომელმაც თხზულება თარგმნა [[რუსული ენა|რუსულად]] ([[1956]]). [[გერმანული ენა|გერმანულად]] თარგმნა [[აქსელ შულცე|შულცემ]] ([[1905]]), [[ლათინური ენა|ლათინურად]] — [[პაულ პეეტერსი|პეეტერსმა]] ([[1934]]).
 
== ლიტერატურა ==