ქობულეთის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 48:
===შიგა წყლები ===
ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებითა და წყაროებით. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეებია: [[კინტრიში (მდინარე)|კინტრიში]], [[ჩაქვისწყალი]], [[ჩოლოქი]]. [[დეხვა]], [[აჭყვა (მდინარე)|აჭყვა]]. ზემო და შუა დინებაში მთის ტიპის მდინარეებია. მდინარეებს ახასიათებს ღრმა და ვიწრო, ზოგან კანიონისებრი ხეობები. მდინარეები შერეული საზრდოობისაა და ძირითადად წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობენ. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ადგილი აქვს წყალდიდობას, წყალმოვარდნა მოსალოდნელია წლის ნებისმიერ სეზონში. ზღვისპირა დიუნების აღმოსავლეთით გადაჭიმულია ჭაობების ზოლი. სოფელ [[ხინო]]ში არის ტბა [[შავი ტბა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)|შავი ტბა]], რომლის სიღრმეა 7 მ.
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 8 სოფელში ([[ხალა]], [[შუაღელე]], [[კვირიკე (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)|კვირიკე]], [[ხუცუბანი]], [[ჩაქვი]], [[ქობულეთი]], [[ჭახათი]], [[ლეღვა]]) გამოვლენილია მინერალური და თერმული წყლები.
 
== ისტორია ==