ქსენოფონტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12:
დიოგენეს გადმოცემით, ერთხელ ჭაბუკი ქსენოფონტი ათენის ვიწრო [[შუკა]]ში შეხვედრია სახელგანთქმულ [[ბრძენი|ბრძენს]], [[სოკრატე]]ს. სოკრატემ ჭაბუკს ჯოხით გზა გადაუღობა და ჰკითხა: სად შეიძლება სხვადასხვაგვარი სურსათი ვიყიდოო. ჭაბუკმა ზუსტად, სრულიად დამაკმაყოფილებლად უპასუხა ფილოსოფოსს. მაგრამ სოკრატე მაინც არ ეშვებოდა და კვლავ ჰკითხა: აბა, ახლა მითხარი, სად და როგორ შეიძლება კაცი სრულქმნილი პიროვნება გახდესო. ქსნოფონტიმ, ცხადია, ვერაფერი უპასუხა. მაშინ სოკრატემ შესძახა: აბა, მომყევი და მე გასწავლიო.
 
სინამდვილეში, ქსენოფონტი სოკრატეს მიმდევარი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არასდროს ყოფილიყოფილა. მას საამისოდ არც კი ეცალა. მიუხედავად ამისა, სოკრატესთან ურთიერთობას წარუშლელი კვალი დაუტოვებია ახალგაზრდა ქსენოფონტის სულზე.
 
ქსენოფონტის ახალგაზრდობის წლები დაემთხვა სპარტის არისტოკრატულ-ოლიგარქიულ სახელმწიფოსა და ათენის მონათმფლობელურ დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ამტყდარ ხანგრძილ [[ომი|ომს]], რომელიც [[პელოპონესის ომი]]ს (431-404) სახელით შევიდა [[ისტორია]]ში. ჩვენთვის უცნობია, რა მონაწილეობა მიიღო ქსენოფონტიმ ამ ომში. სავარაუდებელია, რომ იგი [[ათენი|ათენელთა]] შორის დაწყებულ [[ლაკონოფილური|ლაკონოფილურ]] მოძრაუბასმოძრაობას ემხრობოდა და [[ოცდაათი ტირანი]]ს მმართველობასაც მხარს უჭერდა და ათენის [[პოლისი]]ს დაქვეითებას [[მონათმფლობელობა|მონათმფლობელური]] [[დემოკრატია|დემოკრატიული]] [[რესპუბლიკა|რესპუბლიკის]] მეთაურებს აბრალებდა. ათენში დემოკრატიის აღდგენის შემდეგ, ცხადია, ასეთი სულისკვეთების კაცს იქ აღარ დაედგომებოდა. ამავე პერიოდში ქსენოფონტი [[სპარსეთი|სპარსელი]] [[უფლისწული]]ს [[კიროსი]]ს სამსახურში მიუწვევია მის მეგობარს, პროქსენეს. გადმოცემის მიხედვით, ქსენოფონტი სოკრატეს მოთათბირებია და მისი რჩევის მიღების შემდეგ, 401 წელს [[ლიდია|ლიდიის]] ქალაქ სარდეში გაემგზავრა და კიროსის მხედრობას შეეკედლა.
 
=== კიროსის სამსახურში ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქსენოფონტი“-დან