ბაქარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
'''ბაქარი''' (დ. [[7 აპრილი]], [[1699]] ან [[1700]] — გ. [[1 თებერვალი]], [[1750]], [[მოსკოვი]]) — [[ქართველები|ქართველი]] სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. [[ვახტანგ VI]]-ის ძე. [[რუსეთი|რუსეთის]] არმიის გენერალ-ლეიტენანტი, გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი.
 
{{ციტატა|ვინაითგან ჰგონებდა მეფე ვახტანგ წარსვლასა ხორასანს, ამისთვის ჰკადრა ყეენსა, რათა მისცეს მეფობა ქართლისა ძესა თვისსა ბაქარს, უსმინა და მოსცა და მიაქციეს რჯულსა მათსა მხოლოდ სიტყვითა და არა საქმითაცა|[[ვახუშტი ბატონიშვილი]]|<ref>„აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ წგნ: ქართლის ცხოვრება ტ IV გვ. 496 — თბილისი, 1973</ref>}}
ქართლის ფაქტობრივი მეფე (შაჰნავაზ III-ის სახელით) [[1716]]-[[1719]], [[ვახტანგ VI]]-ის ირანში ყოფნის დროს. [[1724]] მამასთან ერთად რუსეთში გადასახლდა. რუსეთში ისინი ატარებდნენ გრუზინკსის გვარს. [[1729]] წლის 30 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტის ჩინით დაინიშნა მოსკოვის ოლქში საარტილერიო კანტორის უფროსად. გახდა წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენის კავალერი. ბაქარი მონაწილეობდა მოსკოვის ქართული სტამბის აღდგენაში. [[1743]] მისი თაოსნობით დაიბეჭდა ბიბლია, რომელიც ცნობილია ბაქარის ბიბლიის სახელით. ურთიერთობა ჰქონდა რუს მეცნიერებთან ( [[ტატიშჩევი, ვასილი|ვ. ტატიშჩევი]], ჟ. დე-ლილი), აწვდიდა მათ ცნობებს საქართველოს წარსულზე. ასრულებდა რუსეთის მთავრობის დიპლომატიურ დავალებებს.
 
სიკვდილის წინ მან ფიცი დაადებინა შვილს, ალექსანდრეს, რომ ქართლის მეფის ტახტს დაიკავებდა.<ref>''ჯავახიშვილი ნ''. 1765 წლის შეთქმულების მონაწილეთა იდენტიფიკაციისთვის“ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები ტ VII გვ. 161-164 — თბილისი, 2013</ref> დაკრძალულია მოსკოვის ქართველთა ნეკროპოლში — დონის მონასტერში.
 
==ოჯახი==
ბაქარს ცოლად ჰყავდა [[გიორგი არაგვის ერისთავი]]ს ასული [[ანა (ქართლის დედოფალი)|ანა]] (1706-1780), რომლისგანაც ეყოლა 5 შვილი:
* [[ალექსანდრე ბაქარის ძე|ალექსანდრე გრუზინსკი]] (1726–1791)
* [[ლევან გრუზინსკი]] (1739–1763)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაქარი“-დან