ნაკაშიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა შეცდომა.
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 23:
'''ნაკაშიძეები''' — ქართული გვარი.
 
ნაკაშიძეების თავადური საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებში]] გადაკეთდა ნაკაშიდ, გვიან შუა საუკუნეებში კი ნაკაშიძედ. ნაკაშიძეები [[გურია|შუა გურიაში]] ცხოვრობდენ და მათი ერთი შტო თავადები იყვნენცხოვრობდა. XIIგადმოცემით, საუკუნეში ,თავადის წოდების მიღების შემდეგ, გავრცელებული წესის წინააღმდეგ ნაკაშიძეებმა გვარი არ გამოიცვალეს, არამედ ნათესავებს აიძულებს, გვარიდან „შ“ ამოიღონ და [[ნაკაიძეები]] გამხდარიყვნენ. ეს პროცესი მიმდინარეობდა XVII საუკუნემდე. ნაკაიძეები ნაკაშიძეთა აზნაურები იყვნენ. ნაკაშიძეებს, როგორც [[გურია|გურიის]] ერთ-ერთ თავადურ გვარს ასახელებს [[ვახუშტი ბატონიშვილი]] [[თავდგირიძეები]]ს, [[შარვაშიძეები]]ს, [[ბერეჟიანები]]ს, [[ბერიძეები]]ს, [[კვერღელიძეები]]ს გვერდით.
 
ნაკაშიძეთა ყველაზე ადრინდელ წარმომადგენლად მამუკა ნაკაშიძე სახელდება. ის იყო წარჩინებული თავადი, რომელსაც XVII საუკუნის პირველ ნახევარში იტალიელი მისიონერი [[ჯუზეპე ჯუდიჩი]] იხსენიებს. მამუკა ნაკაშიძის მეუღლე იყო მოურავის ქალი ხვარამზე, შვილები ალექსანდრე და ბეჟანი, ხოლო ძმები — თანდარეხი და გიორგი. მათ ააგეს [[გურიანთა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|გურიანთის]] ციხის ღვთისმშობლის ეკლესია, მოახატვინეს ფრესკებით და ოქროთი დაფერეს ამავე ეკლესიაში დაცული წმინდა გიორგის ხატი. გურანთის ციხე იყო მათი საზაფხულო, ხოლო [[ვაშნარი]]ს ციხე — საზამთრო რეზიდენცია. ნაკაშიძეებს ეკუთვნოდათ გურიის სოფლები: [[გურიანთა]], [[ვაშნარი]], [[ციხისფერდი]], [[ჭანიეთური]], [[ბაილეთი|გამოღმა ბაილეთი]], [[ახალსოფელი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ახალსოფელი]], [[მაკვანეთი]].<ref>''ო. სოსელია'', „ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან“, გვ. 165 — თბილისი, 1981 წ.</ref>ასევე მამულები [[ჩოჩხათი|ჩოჩხათში]], [[ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ზედუბანში]], [[ლანჩხუთი|ლანჩხუთში]], [[გოგორეთი|გოგორეთში]], [[ასკანა]]ში, ხარაულში, [[ოქროსქედი|ოქროსქედში]], [[დვაბზუ]]ში, [[ვაკიჯვარი|ვაკიჯვარსა]] და [[გამოჩინებული|გამოჩინებულში]]. ნაკაშიძეებს [[გურიელები]]ს კარზე ეჭირათ მესტუმრეთუხუცესის, მეღვინეთუხუცესის, ქალაქთუხუცესისა და მდივანბეგის სახელოები. მათვე ჰქონდათ მიკუთვნებული ოზურგეთის, შემოქმედის, ჩოჩხათის, ჩიბათის და ჯურუყვეთის მოურაობა. მამუკა ნაკაშიძისა და მისი ოჯახის წევრების ფრესკული პორტრეტები [[დიმიტრი ბაქრაძე]]ს უნახავს გურიანთის ციხის ეკლესიაში 1873 წელს.<ref>''[[დიმიტრი ბაქრაძე]],'' „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ გვ. 272 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987</ref>სოფელ თხინვალში შემორჩენილია ნაკაშიძეების მარანი, ხოლო მაკვანეთში ნაკაშიძეების გორა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაკაშიძეები“-დან