მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 36:
 
== შერჩევის პროცესი ==
1930 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატები ურუგვაისთან ერთად იყვნენ [[იტალია]], [[შვედეთი]], [[ნიდერლანდინიდერლანდები]] და [[ესპანეთი]].<ref>[http://www.fifa.com/classicfootball/history/fifa/historyfifa4.html History of FIFA - The first FIFA World Cup™], ფიფა-ს ოფიციალური საიტი.</ref><ref>[http://news.bbc.co.uk/sport3/worldcup2002/hi/history/newsid_1632000/1632201.stm Uruguay 1930], [[ბი-ბი-სი]].</ref>
 
1930 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატები ურუგვაისთან ერთად იყვნენ [[იტალია]], [[შვედეთი]], [[ნიდერლანდი]] და [[ესპანეთი]].<ref>[http://www.fifa.com/classicfootball/history/fifa/historyfifa4.html History of FIFA - The first FIFA World Cup™], ფიფა-ს ოფიციალური საიტი.</ref><ref>[http://news.bbc.co.uk/sport3/worldcup2002/hi/history/newsid_1632000/1632201.stm Uruguay 1930], [[ბი-ბი-სი]].</ref>
 
== ტურნირის მიმდინარეობა ==
=== I ჯგუფი ===
 
ამ ჯგუფში კენჭისყრით არგენტინა, საფრანგეთი, მექსიკა და [[ჩილეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ჩილე]] მოხვდნენ. არგენტინელებმა გაამართლეს ფავორიტის სტატუსი. ფრანგებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს არგენტინელებს, თუმცა დამარცხდნენ მინიმალური ანგარიშით 1:0. თვითმხილველებმა მსაჯის არაობიექტურობაც აღნიშნეს. მატჩის 84–ე წუთზე ფრანგი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ამ დროს მსაჯმა საფინალო სასტვენის ნიშანი მისცა.<ref name="ისტორიანი">''ზვიად დოლიძე'', საფეხბურთო დრა(ჰ)მატიზმის სათავეებთან, ისტორიანი, № 3, გვ. 80</ref> ამ მატჩამდე საფრანგეთი მექსიკის ნაკრებს შეხვდა. ეს მატჩი იმითაა აღსანიშნავი, რომ ფრანგმა ლუსიენ ლორანმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა, მისმა ნაკრებმა კი ანგარიშით 4:1 იმარჯვა. არგენტინას მსაჯმა დახმარება მექსიკასთანაც გაუწია. მან არგენტინის კარში [[პენალტი]] ორჯერ დანიშნა, თუმცა, რადგანაც მაშინ ნაბიჯებით ზომავდნენ საპენალტე ადგილს, აღმოჩნდა, რომ მექსიკელებს ორივე დარტყმა 15 მეტრიდან შეუსრულებიათ.<ref name="ისტორიანი"/> მექსიკელებმა ხსენებული ეპიზოდების გამოყენება ვერ შეძლეს, საბოლოოდ კი 6:3 დამარცხდნენ. არგენტინელებმა მესამე მატჩშიც დაამარცხეს ჩილე და ნახევარფინალისკენ გზა გაიკაფეს.
 
=== II ჯგუფი ===
ამ ჯგუფში სამი გუნდი ეცილებოდა პირველობას: [[ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბრაზილია]], [[იუგოსლავიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|იუგოსლავია]] და [[ბოლივიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბოლივია]]. ბრაზილიელები მოულოდნელად დამარცხდნენ სლავებთან. ევროპელებმა მეორე მატჩიც იოლად მოუგეს ბოლივიის სუსტ გუნდს და ნახევარფინალში გავიდნენ. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, იუგოსლავია ერთადერთი ევროპული გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც ტურნირის ამ ეტაპზე გააღწია.
 
=== III ჯგუფი ===
როგორც მოსალოდნელი იყო, ურუგვაის უპრობლემოდ ხვდა პირველი ადგილი მესამე ჯგუფში. მათ ზედმეტი გართულების გარეშე მოუგეს [[რუმინეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|რუმინეთსა]] (4:0) და [[პერუს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|პერუს]] (1:0).
 
=== IV ჯგუფი ===
 
ყველაზე დიდი მოულოდნელობა ნახევარფინალში აშშ–ის გასვლა იყო. როგორც გაირკვა, მათ გუნდში ინგლისელი პროფესიონალები ჰყოლიათ, რომლებიც ამერიკის მოქალაქეები იყვნენ. ჩრდილოამერიკელებმა ერთნაირი ანგარიშით – 3:0 დაამარცხეს ბელგიელები და პარაგვაელები.
 
=== ნახევარფინალი ===
 
ნახევარფინალში არგენტინელები ამერიკელებს, ხოლო ურუგვაელები იუგოსლავიელებს დაუპირისპირდნენ. ორივე მატჩი სამხრეთამერიკელების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 6:1. ევროპელები მსაჯმაც დაჩაგრა. მან აშკარა წესის დარღვევით გატანილი გოლები ჩაუთვალა მასპინძლებს (ერთ–ერთ მომენტში ურუგვაელს საგოლე გადაცემა პირით ხაზს იქით მდგარმა პოლიციელმა გაუკეთა. ამასთანავე, სტუმრებს გოლი არ ჩაუთვალა.<ref name="ისტორიანი"/>
 
=== ფინალი ===
 
ფინალში ერთმანეთის პირისპირ ურუგვაელი და არგენტინელი ფეხბურთელები წარდგნენ. პირველ ტაიმში უპირატესობა არგენტინელებს ჰქონიათ, მართალია, თავიდან ურუგვაელები დაწინაურდნენ დორადოს გოლით, მაგრამ შესაბამისად, 35–ე და 37–ე წუთებზე პესელიმ და სტაბილემ წინ გაიყვანეს არგენტინის ნაკრები.
 
Line 75 ⟶ 68:
 
== ქალაქები და სტადიონები ==
 
[[1930]] წელს ყველა მატჩი ჩატარდა [[მონტევიდეო]]ში.
 
Line 204 ⟶ 196:
=== პლეი-ოფი ===
==== ნახევარფინალი ====
 
'''{{flagicon|ARG}} [[არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|არგენტინა]]''' — {{flagicon|USA}} [[ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|აშშ]] '''6''':1 <br />
'''{{flagicon|URY}} [[ურუგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ურუგვაი]]''' — {{flagicon|YUG}} [[იუგოსლავიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|იუგოსლავია]] '''6''':1
 
==== ფინალი ====
 
'''{{flagicon|URY}} [[ურუგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ურუგვაი]]''' — {{flagicon|ARG}} [[არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|არგენტინა]] '''4''':2