ფიოდორ კოლესოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ფიოდორ კოლესოვი''' (დ. 1891 — გ. 29 ივლისი, 1940, მოსკოვი) — რუსებ...
 
ხაზი 4:
რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო [[ორენბურგი]]ს რკინიგზის დეპოს მუშის რანგში. 1916 წლიდან სამუშაოდ გადადის [[ტაშკენტი]]ს რკინიგზაზე. იმავე წელს ხდება რკპ(ბ) წევრი. 1917 წლის სექტემბრიდან ტაშკენტის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეა და ტაშკენტის საყოველთაო გაფიცვის მთავარი ორგანიზატორია. იმავე წლის ოქტომბერში აირჩიეს სრულიად რუსეთის ცაკ-ის წევრად. თურქესტანის გასაბჭოების შემდეგ, 1917 წლის ნოემბრიდან 1918 წლის ნოემბრამდე [[თურქესტანის ასსრ]]-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარეა. იყო კოკანდის ავტონომიის წინააღმდეგ განხორციელებული ბოლშევიკური სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი იდეოლოგი და წითელგვარდიელთა რაზმის მეთაური. 1919 წელს იყო რკპ(ბ) ყრილობის დელეგატი. 1923-38 წლებში სახალხო მეურნეობის შორეული აღმოსავლეთის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე და რევკომის წევრი, შემდეგ გომელის საგუბერნიო კომიტეტის აღმასკომის წევრი. მალე თავს ანებებს პოლიტიკურ ცხოვრებას. 1929-33 წლებში სწავლობს მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში და არქიტექტურის აკადემიის ასპირანტურაში. შემდგომ წლებში მუშაობდა არქიტექტორად.
 
==ლიტერატურა==
==რესურსები ინტერნეტში==
*''ჩაჩხიანი, არჩილ'', „რუსეთი და თურქეთი: ბოლშევიკურ-იტიჰადისტური ენიგმა (1920-1922)“ გვ. 285-286 — საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, თბილისი, 2015, ISBN 978-9941-0-7497-4