მიკენის ცივილიზაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link GA|zh}} using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Mycenae lion gate dsc06382.jpg|მინი|[[ლომების კარიბჭე]] [[მიკენე]]ში|ალტ=ლომების კარიბჭე მიკენეში]]
'''მიკენის ცივილიზაცია''' — კულტურული პერიოდი [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანის]] პრეისტორიული [[საბერძნეთი]]ს ისტორიაში [[ძვ. წ. XVI საუკუნე|ძვ. წ. XVI საუკუნიდან]] — [[ძვ. წ. XI საუკუნე]]მდე. სახელი მიკენის ცივილიზაცია [[პელოპონესი|პელოპონესზე]] [[არგოლისი]]ს [[საბერძნეთის ნომები|ნომში]] — ქალაქ [[მიკენე|მიკენში]] ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ეწოდა. [[ათენი]], [[თებე (საბერძნეთი)|თებე]], [[პილოსი]] და [[ტირინფა]] აგრეთვე მიკენის ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ქალაქებია. [[მინოელთა ცივილიზაცია|მინოელებისგან]] განსხვავებით, რომელთა კულტურაც აღწევდა აყვავებას მშვიდობიანი თანაცხოვრებით და ვაჭრობით, მიკენელები იყვნენ დამპყრობლები.
 
მიკენის ცივილიზაციის გაქრობა დაკავშირებულია [[ძვ. წ. 1200]] წელს [[დორიელები]]ს შემოჭრასთან.
 
== მიკენური კულტურა ==
== მიკენი ==
მიკენური კულტურა ერთ-ერთი უძველესია ანტიკურ ბერძნულ კულტურათაგან. ასე ეწოდება გვიან ბრინჯაოს ხანის, კერძოდ ძველი წელთაღრიცხვის მე-16 - 11-ე საუკუნეებში პელოპონესის ნახევარკუნძულის ახლოს მდებარე კუნძულ მიკენზე არსებულ კულტურას. ჰომეროსის ილიადას მიხედვით, ეს სწორედ ის კუნძული მიკენია, საიდანაც იყო მეფე აგამემნონი, ტროას ომში ბერძნების ხელმძღვანელი.
მიკენის ცივილიზაცია აყვავდა დაახლოებით პერიოდს შორის [[ძვ. წ. 1600]], როდესაც ელადის კულტურა კონტინენტურ საბერძნეთზე გარდაიქმნა მიკენური კრეტის გავლენით და [[ძვ. წ. 1100]], როდესაც ის დაიღუპა ბრინჯაოს ხანის ცივილიზაციების დაცემასთან ერთად აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში.
 
   მიკენური ხელოვნების ნიმუშები ძირითადად წარმოდგენილია თიხის და ბრინჯაოს ნაკეთობების სახით, თუმცაღა ხშირია ფუფუნების საგნებიც, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი სამკაულები, ძვირფასი მეტალის ლარნაკები და შუშის ორნამენტებიც. სავარაუდოა, რომ კ. მიკენის კ. კრეტასთან სიახლოვეს მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოეხდინა აქაური კულტურისა ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით კი ხელოვნებაში. მიკენური ვაზები მთელს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში იყო ღრმად გავრცელებული, განსაკუთრებით კი ესპანეთსა და ლევანტში. ძირითადად აღმოჩენილია ლარნაკები, თუმცაღა რაღათქმაუნდა ვაჭრობის ძირითადი ობიექტები მისში არსებული შიგთავსი იქნებოდა (მაგ.: ღვინო, ცხიმი და ა.შ.).
 
იმის გარდა, რომ მიკენელები წარმატებული ვაჭრები იყვნენ, ისინი ამავდროულად შესანიშნავი მეომრები (რასაც ჰომეროსის ილიადა და ოდისეა მოწმობს) და ინჟინრები იყვნენ. ისინი ჩინებულ ხიდებს, სასახლეებსა თუ ციხესიმაგრეებს და მათ გალავნებს, სამარხებსა და სადრენაჟო-საირიგაციო სისტემებსაც აშენებდნენ.
 
== სამარხები ==
[[ფაილი:MaskOfAgamemnon.jpg|ალტ=მეფე აგამემნონის ნიღაბი, ე.წ. “სიკვდილის ნიღაბი”|მინი|მეფე აგამემნონის ნიღაბი, ე.წ. “სიკვდილის ნიღაბი”]]
ისევე, როგორც ძველ ეგვიპტეში, სავარაუდოდ მიკენშიც სწამდათ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის და შესაბამისად წარჩინებულ ხალხს აქაც ატანდნენ ძვირფას ნივთებსა და ნაკეთობებს საფლავებში, იმ ცხოვრებაში “გამოსაყენებლად”. ძვ.წ.-ის მე-16 - მე-15 საუკუნეებში გავრცელებული იყო ღეროვანი სტრუქტურის სამარხები. მამაკაცებს კრძალავდნენ ოქროს ნიღბებითა და სამგლოვიარო აბჯრებით, ხოლო ქალებს ოქროს დიადემებითა და ოქროთი და ძვირფასი ქვებით გაფორმებული ტანსაცმლით.
 
== ჭურჭელი, არქიტექტურა და ვაჭრობა ==
ძვ. წ.-ის 15 საუკუნეში მიკენს განვითარებისკენ გაეხსნა გზა, რადგან ძვ. წ.-ის 1450 წლისთვის მათ ბევრი ახლომდებარე კუნძული დაიპყრეს და საკუთარ კოლონიებად აქციეს, მათ შორის თვით კ. კრეტა და მისი დიდებული ქალაქი კნოსოსი. შესაბამისად მიკენი იქცა ამ რეგიონის მთავარ ძალად და აქიდან იწყება უკვე ერა, რომელიც “კოინის”, სახელითაა ცნობილი, მაღალგანვითარებული ბერძნული კულტურა.
 
ძვ. წ.-ს 14 საუკუნიდან მიკენი აქტიურად ერთვება სავაჭრო საქმიანობაში ხმელთაშუა ზღვაში და მალე იმდენად ფართოვდება, რომ კვიპროსს, ამანის ახლო აღმოსავლეთს, აპულიას (იტალია) და ესპანეთსაც წვდება. მიკენი ვაჭრობს ძვირფასი ნივთებითა და აქსესუარებით, მაგრამ ძირითადად მაინც თიხის ნაკეთობებით. სწორედ ამ პერიოდში იქნება ბერძნული დამწერლობაც, ძველი მინოსური დამწერლობის საფუძველით. 
 
ამ დროის საბერძნეთში აშენებულ სასახლეებისა და ციხესიმაგრეების მკვეთრად იგრძნობა მიკენური არქიტექტურის ზემოქმედება, ამის კარგი მაგალითია მენელაიონი სპარტაში, ლაკონიაში. მსგავსი ტიპის სასახლეები ასევე აშენდა მიდეაში, პილოსში, ათენში, ელეუსში, თებეში და ა.შ. თვით კნოსოსის (კ. კრეტა) დიდებულმა სასახლემაც კი განიცადა გარკვეული ცვლილებები, მაგ.: მიემატა სამეფო დარბაზი მიკენურ სტილში.
 
== კოლაფსი (დასასრული ==
ძვ. წ. მე-13 საუკუნის მიწურულს საბერძნეთს მრავალი უბედურება და ნგრევა დაატყდა თავს, რამაც რაღათქმაუნდა მიკენურ ცივილიზაციაზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა და სულ მალე (2 საუკუნეში) ცალკეული არსებობაც შეწყვიტა.
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{Commonscat|Mycenaean culture}}
* [http://www.brynmawr.edu/archaeology/NVAP/Index.htm The Nemea Valley Archaeological Project: Internet Edition]
* [http://www.brynmawr.edu/archaeology/NVAP/Carb14.html Tsoungiza C-14 dates]