აბისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 67:
 
==ძეგლები==
სოფლის გარეუბანში შემონახულია XVIII საუკუნის II ნახევრის ციხე დარბაზი და [[აბისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია|ნათლისმცემლის ეკლესია]]. თავდაპირველად აქ იდგა ნატეხი ქვით ნაგები ოდნავ წაგრძელებული კოშკური ნაგებობა, რომელსაც ოთხივე კუთხეში მიდგმული ჰქონდა თითო მრგვალი კოშკი. სარტულებშუასართულებშუა გადახურვა შუაშიც და კუთხის კოშკებში ხისა იყო. ცენტრალური კოშკის II სართული საცხოვრებელს წარმოადგენდა (არის ბუხარიც). ვიდრე ჩრდილოეთიდან ახალ სადგომს მიაშენებდნენ, აქედან იყო ერთადერთი შესასვლელი II სართულის დონეზე, შემდეგ შესასვლელი სამხრეთიდან გაუკეთებიათ ეკლესიის კედლის სისქეში ჩართული კიბის საშუალებით, რომელიც კოშკში საგანგებოდ გაჭრილი შესასვლელისაკენ მიემართება. [[1754]] წელს ამოკვეთილი ეკლესიის წარწერებიდან ირკვევა, რომ კოშკი და ეკლესია ზაალ მახვილაძეს აუშენებია. სოფლის განაპირას, სასაფლაოზე [[აბისის წმინდა მარინეს ეკლესია|წმინდა მარინეს ერთნავიანი ეკლესია]] დგას. სტილისტიკური ნიშნებით X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება, შეკეტებულიაშეკეთებულია XIX საუკუნეში და XX საუკუნის 70-იან წლებში.
 
==იხილეთ აგრეთვე==
*[[აბისის წმინდა მარინეს ეკლესია]]
*[[აბისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია]]
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აბისი“-დან