თორნიკე ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა იოანე. ერთხანს [[აიონ-ოროსი|ათონის მთაზე]], ათანასე დიდი ლავრაში მოღვაწეობდა. [[979]] წელს თორნიკე ერისთავს ბიზანტიის სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხოვა დავით კურაპალატთან, რათა დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში. თორნიკე ერისთავი თავდაპირველად ბერობას იმიზეზებდა და უარობდა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლებისაგან მოსალოდნელი რისხვის თავიდან ასაცილებლად დათანხმდა.
 
დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი მხედარი, რომელმაც სძლია სკლიაროსს და ხელთ იგდო დიდი ნადავლი. ბიზანტიის ხელისუფლების დაპირების თანახმად, ნადავლი თორნიკე ერისთავს ეკუთვნოდა. ნაწილი ამ სიმდიდრისა მან ათანასეს ლავრას და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, ხოლო უდიდესი ნაწილი [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის ივერთა მონასტრის]] აგებას მოახმარა. [[980]] წლის ახლო ხანებში თორნიკე ერისთავს ბიზანტიის კეისარმა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა. თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაწერილია [[ოშკის ბიბლია]] ([[978]]) და [[კირილე I (ალექსანდრიის პატრიარქი)|კირილე I-ის]]-ის თხზულების — „განძის“ [[981]] წლის ნუსხა.
 
== ლიტერატურა ==