ნოველა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
80.77.55.73-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 1:
'''ნოველა''' — მცირე მოცულობის ეპიკური ჟანრი, რომელიც ემყარება თხრობის ხერხს და პროზის (იშვიათად ლექსის) ფორმით წარმოსახავს ადამიანის ცხოვრების ერთ ეპიზოდს, ერთ მომენტს, ერთ ასპექტს. მისთვის დამახასიათებელია მარტივი სიუჟეტი, პერსონაჟთა უკიდურესი სიმცირე. მოთხრობისაგან განსხვავებით, ნოველაში ძალზე შეკუმშულადაა ნაჩვენები ყოფითი დეტალები, გარემო, ხასიათის ფორმირების პროცესი; მისთვის უცხოა აღწერითი მომენტები. აქცენტი გადატანილია მოვლენის რომელიმე ერთი მხარის, პერსონაჟის რომელიმე თვისების განსახოვნებაზე, რაც განაპირობებს თხრობის ლაკონიზმს და მოქმედების ექსპრესიას. კომპოზიციურად ნოველა შეკრულია. კვანძის შეკვრა და გახსნა სწრაფად ხდება; ფინალი, რომელიც ხშირად მოულოდნელი შედეგით ხასიათდება, მკითხველის მძაფრ ემოციებს იწვევს.
 
ნოველა, როგორც დამოუკიდებელი ჟანრი, ჩაისახა და განვითარდა იტალიაში XIV-XV საუკუნეებში ([[ბოკაჩო]], [[საკეტი]], [[მაზუჩო]] და სხვა); შმდგომშიშემდგომში გავრცელდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.
 
ნოველის ცნობილი ნიმუშები შექმნეს [[პროსპერ მერიმე]]მ, [[გი დე მოპასანი|გი დე მოპასანმა]], [[ანტონ ჩეხოვი|ანტონ ჩეხოვმა]], [[ო. ჰენრი]]მ, [[ერნესტ ჰემინგუეი]]მ და სხვებმა. ქართულ ლიტერატურაში - [[შიო არაგვისპირელი|შიო არაგვისპირელმა]], [[ნიკოლოზ ლორთქიფანიძე]]მ, [[ლეო ქიაჩელი|ლეო ქიაჩელმა]], [[სერგო კლდიაშვილი|სერგო კლდიაშვილმა]] და სხვამ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნოველა“-დან