მორგოთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ისტორია: clean up, replaced: ელვინგ → ელუინგ (2) using AWB
 
ხაზი 36:
ფეანორი ვალარებზე განრისხებული იყო იმის გამო, რაც მათ დაუშვეს. ფინუეს შემდეგ იგი ნოლდორთა უმაღლესი მმართველი გახდა, ააჯანყა ხალხი და გადავიდა შუახმელეთში. მანუეს წინაშე ფეანორმა დასწყევლა მელკორი და ''მორგოთი'', სამყაროს ბნელი მტერი უწოდა. ასე უწოდებდნენ მას შემდგომშიც. დამწუხრებული ვალარები ნოლდორთა გადასვლას არ ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ამ გადასვლას ახლდა ელფთა შორის სისხლისმღვრელი ბრძოლა, როდესაც ფეანორის ბრძანებით ნოლდორებმა [[შუახმელეთის ომების და ბრძოლების სია#ჟლეტა ალქუალონდეში|ტელერები გაანადგურეს]] (რომლებმაც უარი უთხრეს გემების გადაცემაზე). მაშინ მანდოსმა წარმოთქვა წყევლა - „უთვალავ ცრემლებს დაღვრით და ვალარები თქვენგან ვალინორს დამალავენ. სისხლზე სისხლით უპასუხებთ და სიკვდილის წყვიადის ქვეშ ამანისგან შორს იცხოვრებთ“.
 
ამანიდან წასვლის შემდეგ მელკორსა და ელფებს შორის [[პირველი ეპოქა|პირველ ეპოქაში]] დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლებისა და ომების პერიოდი. თავდაპირველად ელფები მომგებიან პოზიციაში იმყოფებოდნენ და ანგბანდიც კი აიღეს. მაგრამ [[დაგორ ბრაგოლახი]]ს ბრძოლაში ადამიანთა და ელფთა გაერთიანება დამარცხდა. მელკორმა დაიმორჩილა [[ბელერიანდი]]ს დიდი ნაწილი, გაანადგურა ნოლდორთა დიდი ლაშქარი ([[ფინგოლფინი|ფინგოლფინთან]] და [[ფინარფინი]]ს ვაჟებთან ერთად). ბელერიანდში მისი ბატონობა [[რისხვის ომი|რისხვის ომმა]] დაასრულა, რომელზეც დიდი გავლენა იქონია [[ეარენდილი|ეარენდილმა]]. მან, თავის ცოლ [[ელვინგიელუინგი|ელვინგთანელუინგთან]] ერთად დიდი გმირობა ჩაიდინა - გაცურა [[ამანი (ტოლკინი)|ამანისკენ]] და ვალარებს მიტევება და დახმარება სთხოვა. შედეგად ამანისა და შუახმელეთის ხალხებმა დაიწყეს უკანასკნელი ბრძოლა მელკორთან. მისი ჯარები განადგურდა, ანგბანდი და [[მეორეხარისხოვანი ადგილები შუახმელეთში#თანგოროდრიმი|თანგოროდრიმის]] ციხესიმაგრეები დაემხო. მელკორი შეიპყრეს და მოისროლეს არდის ზღვარს მიღმა, ბელერიანდი კი ჩაძირული იქნა.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მორგოთი“-დან