დასავლეთ რომის იმპერია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
მ →საბოლოო დაშლის შემდგომ: clean up, replaced: დროისათვის → დროისთვის (2) using AWB |
||
ხაზი 108:
[[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] ისტორიაში [[III საუკუნის კრიზისი|III საუკუნის კრიზისად]] წოდებულ პერიოდში იმპერია ხანმოკლე პერიოდით ([[260]]-[[274]] წწ.) დაიშალა რამდენიმე ნაწილად. მართალია მოხერხდა იმპერიის გაერთიანება, მაგრამ, მმართველობის არასაკმარისი სიძლიერის გამო, დაშლის საშიშროება ისევ არსებობდა. ასეთ ვითარებაში [[284]] წელს იმპერიის ტახტზე ავიდა [[დიოკლეტიანე]], რომელიც ხედავდა, რომ ამხელა იმპერიას მარტო ვერ მართავდა და იმპერია ორად გაყო, თვითონ აღმოსავლეთ ნაწილს მართავდა, ხოლო დასავლეთი ნაწილი გადასცა მეორე იმპერატორს [[მაქსიმიანე]]ს. რეფორმის მიხედვით, იმპერატორი, ამავე დროს, ირჩევდა თანაშემწეს ''კეისრის'' ტიტულით, ხოლო თვითონ ''ავგუსტუსის'' ტიტული ჰქონდა. ქვეყანას ფაქტობრივად მართავდა ოთხი იმპერატორი. და მმართველობის ასეთ ფორმას [[ტეტრარქია]] ეწოდა. [[305]] წელს [[დიოკლეტიანე]] და [[მაქსიმიანე]] გადადგნენ. ხოლო მათი თანაშემწეები კი ''ავგუსტუსები'' გახდნენ, მათ ამის შემდეგ აირჩიეს თანაშემწე ''კეისარი'' იმპერატორები. თუმცა, მათ შორის თანხმობა დიდხანს არ გაგრძელებულა. უთანხმოება გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რომელშიც საბოლოოდ გაიმარჯვა [[კონსტანტინე დიდი|კონსტანტინე დიდმა]] და [[324]] წლიდან სიკვდილამდე, [[337]] წლამდე, იმპერიას ერთპიროვნულად განაგებდა. ასევე, ერთპიროვნულად განაგებდა იმპერიას [[იულიანე განდგომილი|იულიანე]] ([[362]]-[[363]] წწ.) და [[თეოდოსიუს I]] ([[394]]-[[395]] წწ.). თეოდოსიუს I-ს სიკვდილის შემდგომ [[395]] წელს, მისი ანდერძის თანახმად იმპერიის დასავლეთი ნაწილი ერგო მის უმცროს ვაჟს [[ჰონორიუსი|ჰონორიუსს]], ხოლო [[აღმოსავლეთ რომის იმპერია|აღმოსავლეთი]] - უფროს ვაჟს [[არკადიუსი (ბიზანტია)|არკადიუსს]]. ეს თარიღი ითვლება იმპერიის საბოლოო დაშლის თარიღად.
== საბოლოო დაშლის შემდგომ==
[[395]] წლის შემდეგ იმპერიის ორივე ნაწილი დამოუკიდებლად ებრძოდა საკუთარ პრობლემებს. მათ ერთმანეთისათვის რაიმე მნიშვნელოვანი დახმარება არ გაუწევიათ. ამ
== რომის დაცემა==
|