ანატომია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
==განვითარების ისტორია==
ანატომიის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინეს არისტოტელემ და კ. გალენოსმა. გალენოსის ანატომიის (რომელიც ძირითადად მაიმუნისა და ძაღლის შესწავლაზე იყო დაფუძნებული) კრიტიკული გადასინჯვა დაიწყო IX-XII საუკუნეებში. თანამედროვე ანატომიის ფუძემდებელია ბელგიელი მეცნიერი ა. ვეზალიუსი. XVII საუკუნეში დასაბამი მიეცა მიკროსკოპულ ანატომიას. ანატომიის განვითარება რუსეთში დაიწყო მას შემდეგ, რაც პეტრე I-მა ჰოლანდიაში შეიძინა ფ. რუიშის ანატომიური მუზეუმი. ნ. პიროგოვმა ცალკე დარგად განავითარა ქირურგიული ანუ ტოპოგრაფიული ანატომია.
 
ქართული მედიცინის ძეგლებში — „უსწორო კარაბადინი“, „წიგნი სააქიმოჲ“, აგრეთვე თარგმნილ თეოლოგიურ-ფილოსოფიურ ტრაქტატებში — „ბუნებისათვის კაცისა“, „კაცისა შესაქმისათვის“ და სხვა. მრავლად მოიპოვება ანატომიური ტერმინები და ცნობები ანატომიიდან. „სამკურნალო წიგნი-კარაბადინის“ ავტორი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი საინტერესოდ განიხილავს ცალკეული ორგანოების ანატომიას და ფუნქციას. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში განმარტებულია 50-მდე ანატომიური და ფიზიოლოგიური ტერმინი.
 
მეცნიერება ანატომიის განვითარებას საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ა. ნათიშვილმა. მან დააარსა ანატომიის კათედრები თსუ სამკურნალო ფაკულტეტზე, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ფიზკულტურისა და ზოოვეტერინარულ ინსტიტუტებში. უხელმძღვანელა ქართული ანატომიის ტერმინოლოგიის დამუშავებისა და გამოცემის საქმეს და ადწერა ანატომიის პირველი ორიგინალური სახელმძღვანელოები. 1946 წელს მეცნიერებათა აკადემიასთან მისი თაოსნობით შეიქმნა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანატომია“-დან