ეროვნული ფილმოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა საიტი | საიტის_სახელი = ეროვნული ფილმოგრაფია...
 
No edit summary
ხაზი 30:
'''ეროვნული ფილმოგრაფია''' — უმსხვილესი ქართული ონლაინ [[მონაცემთა ბაზა]], რომელიც გაეშვა 2007 წლის 12 იანვარს და შეიცავს ინფორმაციას ქართულ ფილმებსა და კინოინდუსტრიაში მოღვაწე პიროვნებებზე. მისი მიზანია სრულყოფილი ინფორმაციის მოძიება ყველა ქართული მხატვრული, დოკუმენტური თუ ანიმაციურ ფილმების შესახებ და შემდგომში მისი ბაზაში განთავსება.
 
ქართული კინოს საინფორმაციო ბაზის შექმნის იდეა ჯერ კიდებ 1980-იანი წლების ბოლოს მოუვიდათ კობა დალაქიშვილისა და ალეკო ასკილაშვილის.<ref name="რეზონანსი">{{cite web|url=http://www.geocinema.ge/ge/img/rezonansi.jpg|title=-ქართული კინოს საიტი ყველასთვის ღიაა|work=„რეზონანსი“|author=ლელა ოჩიაური|pages=10|date=31 ოქტომბერი, 2007}}</ref> შემდეგ მათ შეუერთდნენ კინომცოდნეები, მარინა ჩხეიძე და მანანა ორბელიანი.<ref name="რეზონანსი"/>
 
ბაზაში შესულია 100 წლის მანძილზე ქართველი კინემატოგრაფების მიერ შექმნილი ფილმები. ის აგრეთვე მოიცავს ბიოგრაფიებს, ინტერვიუებსა და ვიდეო მასალებს ქართულ კინომოღვაწეებზე. დღეისათვის, ბაზაში ჩატვირთულია დაახლოებით 1700-ზე მეტი კინოფილმი, 8200-ზე მეტი მასალა მსახიობების, რეჟისორების, პროდიუსერებისა და კინომოოღვაწეების შესახებ და ხორციელდება მისი სისტემატიურად განახლება.<ref>[http://www.geocinema.ge/ge/info.php ინფორმაცია] geocinema.ge</ref> საიტი ხელმისაწვდონია ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად, თუმცა უცხოური ვერსია არ არის სრულყოფილი სახით წარმოდგენილი და მიმდინარეობს მისი ტექნიკურად გამართვა.<ref>{{cite web|url=http://www.sciencelib.ge/node/1642|title=ეროვნული ფილმოგრაფია|publisher=ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა|date=3 მაისი, 2011}}</ref> საიტს აქვს გამარტივებული ინტერფეისი; საძიებო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ფილმის მოძიება დასახელების, რეჟისორის, მსახიობის, სცენარისტის და წლების მიხედვით.<ref>{{cite web|url=http://www.geocinema.ge/ge/img/fp.jpg|title=geocinema.ge - ქართული კინო, დასაწყისიდან დღემდე|author=ნათია მეფარიშვილი|publisher=„Film Print“|date=ზაფხული, 2012}}</ref>