დიონისე არეოპაგელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎top: clean up, replaced: წარსდგა → წარდგა using AWB
ხაზი 14:
 
== ფსევდო დიონისე არეოპაგელი ==
[[File:Dionysiou Ta Sozomena Panta.tif|thumb|Opera omnia, 1756]]
დიონისე არეოპაგელს მრავალი საუკუნის განმავლობაში მიაწერდნენ ე.წ. [[არეოპაგიტული კორპუსი|არეოპაგიტულ კორპუსს]] (Corpus Areopagiticum), რომელიც 10 ეპისტოლისა და ოთხი წიგნისგან შედგება: „საღმრთოთა სახელთათჳს” „ზეცათა მღვდელთმთავრობისათჳს”, „საეკლესიოჲსა მღვდელთმთავრობისათვის”, “საიდუმლო ღმრთისმეტყველებისათჳს”. ამ თხზულებებს განუზომელი მნიშვნელობა აქვთ მართლმადიდებლური და დასავლეთევროპულ ეკლესიათა ღვთისმეტყველებისათვის. მოგვიანებით დადგინდა, რომ წმ. დიონისე, 1 საუკუნის მოღვაწე არ შეიძლება ყოფილიყო ამ კორპუსის ავტორი; შესაბამისად, უცნობ ავტორს ეწოდა ''ფსევდო დიონისე არეოპაგელი''.
1942 წ. გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა [[შალვა ნუცუბიძე]]მ ფსევდო დიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის [[პეტრე იბერი]]ს იდენტობის საკითხი წამოაყენა მსოფლიო მეცნიერებაში. მისგან დამოუკიდებლად ამავე დასკვნამდე მივიდა ცნობილი ბელგიელი მეცნიერი [[ერნესტ ჰონიგმანი]] 1952 წელს, რის შემდეგაც აღნიშნულ თეორიას ეწოდა [[ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია]].