ამერიკული ტრაგედია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ინსპირაცია: clean up, replaced: სისრულეში იქნა მოყვანილი → შესრულდა using AWB
ხაზი 26:
'''ამერიკული ტრაგედია''' ([[ინგლ.]] An American Tragedy) — [[ამერიკელები|ამერიკელი]] მწერლის, [[თეოდორ დრაიზერი]]ს რომანი. ჟურნალმა Time-მა რომანი სიაში "TIME 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანი 1923-დან 2005 წლამდე" შეიტანა.<ref name="time">გროსმენი, ლევ; ლაკაიო, რიჩარდი (2005), "[http://www.time.com/time/2005/100books/0,24459,an_american_tragedy,00.html TIME-ის კრიტიკოსები 100 საუკეთესო რომანს ირჩევენ, 1923-დან დღემდე]", ''TIME''</ref> [[1998]] წელს თანამედროვე ბიბლიოთეკამ "ამერიკული ტრაგედია" სიაში "მე-20 საუკუნის 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანი" მეთექვსმეტე ადგილზე დაასახელა.
==შინაარსი==
{{სიუჟეტი}}
ამბიციური, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდულად მოაზროვნე კლაიდ გრიფიტზი, რომელიც ღარიბი და რელიგიური მშობლების აღზრდილია და მას ქუჩის მისიონერულ სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას აიძულებენ, მიისწრაფვის უკეთესის მიღწევისაკენ. მისი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ადგილობრივ სასტუმროში მეკორიდორეთ იწყებს მუშაობას. ბიჭები, რომლებსაც ის აქ ხედავს, საზოგადოების უფრო მაღალ ფენაზე მყოფნი არიან, ვიდრე თავად და ისინი აცნობენ კლაიდს ალკოჰოლისა და პროსტიტუციის სამყაროს. კლაიდს მოსწონს თავისი ახალი ცხოვრების სტილი და აკეთებს ყველაფერს, რაც ძალუძს, რომ ჰორტენს ბრიგზის გული მოიგოს, მაგრამ კლაიდის ცხოვრება სამუდამოდ მაშინ იცვლება, როდესაც მოპარული მანქანა, რომლითაც ის მოგზაურობს, ახალგაზრდა ბავშვს კლავს. ის კანზას სიტიში მიდის და [[ჩიკაგო]]ში მოკლეხნიანი ყოფნის შემდეგ კვლავ იწყებს მუშაობას თავისი დიდი ხნის დავიწყებული მდიდარი ბიძის (რომელიც კლაიდს შემთხვევით ბედზე ხვდება) პიჯაკის საყელოების ქარხანაში, ლიკარგასში, [[ნიუ-იორკი (შტატი)|ნიუ-იორკში]]. მიუხედავად იმისა, რომ ბიძამისი მასთან გულგრილი რჩება და არ ცდილობს პირადი ურთიერთობის დათბობას ან მის სოციალურ საფეხურზე ასვლისათვის ხელშეწყობას, ის აძლევს კლაიდს სამუშაოს და მაშინვე მნიშვნელოვან თანამდებობაზე აწინაურებს ქარხანაში.